Logo

რა მოსდის ტვინს, როდესაც ლოცულობთ?

რა მოსდის ტვინს, როდესაც ლოცულობთ?

11/11/2026

ტექსტის ზომა

საუკუნეების განმავლობაში ლოცვა და მედიტაცია სულიერების, რწმენისა და შინაგანი მშვიდობის წყაროდ მიიჩნეოდა. თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ - კერძოდ, ნეიროფსიქოლოგიამ და ნეიროთეოლოგიამ აჩვენა, რომ ლოცვის პროცესი მხოლოდ სულიერი გამოცდილება არ არის, ეს არის რთული ბიოლოგიური პროცესი, რომელიც ადამიანის ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას თვალსაჩინოდ ცვლის.

რა ემართება ჩვენს ტვინს იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ლოცულობს ან ღრმა სულიერ მდგომარეობაში იმყოფება?

ნეიროფსიქოლოგების კვლევები და ტვინის სკანირების თანამედროვე ტექნოლოგიები (fMRI და SPECT) საკმაოდ საინტერესო სურათს აშკარავებს.

1. ნეიროფსიქოლოგების დაკვირვებით, როდესაც ადამიანი გულმოდგინედ და ფოკუსირებულად ლოცულობს, შუბლის წილში სისხლის მიმოქცევა და ნეირონული აქტივობა მკვეთრად იმატებს. ეს ნიშნავს, რომ ლოცვა ტვინისთვის ერთგვარი „ვარჯიშია“ - ის ზრდის ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ეხმარება ადამიანს ემოციების უკეთ მართვაში.

2. სკანირებამ აჩვენა, რომ ღრმა ლოცვისა თუ მედიტაციის დროს, თხემის წილის ზონაში აქტივობა მკვეთრად მცირდება. ნეიროფსიქოლოგების განმარტებით, სწორედ ამ დროს განიცდის ადამიანი დროისა და სივრცის შეგრძნების დაკარგვას, უსასრულობასთან ან სამყაროსთან (ღვთაებრივ ძალასთან) შერწყმისა და სრული ერთიანობის შეგრძნებას.

ლოცვა

3. ამიგდალა - შიშისა და სტრესის შემცირება
ამიგდალა ტვინის ემოციური ცენტრია, რომელიც პასუხობს საფრთხეზე, შიშსა და სტრესზე.

რეგულარული ლოცვა ამცირებს ამიგდალას ჰიპერაქტივობას. შედეგად, მცირდება ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მორწმუნე ადამიანები, რომლებიც სისტემატურად ლოცულობენ, სტრესულ სიტუაციებში შედარებით სიმშვიდეს ინარჩუნებენ და შფოთვის დაბალი დონე აღენიშნებათ.

4. ნეიროტრანსმიტერების „ქიმიური კოქტეილი“
ლოცვის დროს ტვინში იცვლება ქიმიური ნივთიერებების ბალანსი:

დოფამინი: იმატებს სიამოვნებისა და მოტივაციის ჰორმონის დონე, რაც ადამიანს კმაყოფილების შეგრძნებას ანიჭებს.
სეროტონინი: განწყობაზე პასუხისმგებელი ეს ნეიროტრანსმიტერი იმატებს, რაც ამცირებს დეპრესიულ განწყობას.
ენდორფინები: გამოიყოფა ბუნებრივი „ტკივილგამაყუჩებლები“, რომლებიც სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას ბადებს.

მფარველი ანგელოზი

იცვლება თუ არა ტვინის სტრუქტურა?
ნეიროპლასტიურობის კანონის თანახმად ტვინი იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ვაკეთებთ რეგულარულად.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგის, დოქტორ ენდრიუ ნიუბერგის მრავალწლიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოველდღიურად ლოცულობენ, შუბლის წილში რუხი ნივთიერების სიმჭიდროვე მომატებული აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ლოცვა არა მხოლოდ დროებით ცვლის ტვინის მდგომარეობას, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაქმნის მის სტრუქტურას - ხდის მას უფრო მდგრადს ასაკობრივი ცვლილებებისა და სტრესის მიმართ.

ნეიროფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ მიუხედავად ადამიანის კონფესიური თუ რელიგიური კუთვნილებისა, ლოცვის პრაქტიკას ტვინისთვის გამოკვეთილი თერაპიული ეფექტი აქვს: ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას და აძლიერებს მენტალურ მდგრადობას.

ლოცვა

როგორ გავაუმჯობესოთ ტვინის ფუნქციები
ადამიანის ორგანიზმი კომპლექსური, სუპერ გამართული სისტემაა. მასში შემავალი ორგანოები ჰარმონიულად და იდეალურად ურთიერთქმედებენ, რაც საბოლოო ჯამში - ადამიანის სიცოცხლეს უზრუნველყოფს. თუმცა, ისევე როგორც ყველა ჯგუფსა და სისტემას, ორგანიზმსაც სჭირდება ლიდერი, ის ვინც მოაწესრიგებს და გამართავს ორგანიზმს. სწორედ ასეთი ფუნქცია აკისრია თავის ტვინს. იგი არის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ორგანიზმის შიდა გარემოს მოწესრიგებულ ფუნქციონირებას, ასევე გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებას.


ტვინი ძალიან რთული და კომპლექსური ორგანოა, რომელიც მთლიანად სხეულს და მის თითოეულ ნაწილს აკონტროლებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ყველაზე მეტი ჯაფა ადგას და არ ისვენებს არც ადამიანის სიფხიზლის და არც ძილის პერიოდში. ამ ჯაფას კიდევ უფრო აძლიერებს ადამიანის ორგანიზმზე გარემო ფაქტორების მავნე ზეგავლენა. 21-ე საუკუნეში ადამიანის ტვინს უწევს უფრო დიდი რესურსი დახარჯოს ორგანოების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, გარემო ფაქტორებთან შეგუებაში და აუარებელი ინფორმაციის დახარისხებასა და ანალიზში. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ უფრო მეტად მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს ორგანოს.

გთავაზობთ რამდენიმე ძირითად მეთოდს, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ ტვინის ჯანმრთელობისა და გამართული ფუნქციონირების შენარჩუნებას.

ველოსიპედი

ფიზიკური აქტივობა. ვარჯიშს სხვა მრავალ სარგებელთან ერთად, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც. მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან, ნაკლებად განიცდიან ფსიქიკური ფუნქციის დაქვეითებას და აქვთ ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ნაკლები რისკი. ვარჯიშის დადებითი გავლენა ძირითადად თავის ტვინში სისხლის ნაკადის გაზრდით გამოიხატება. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სისხლის ნაკადის მატებას შეუძლია გაზარდოს ჰიპოკამპუსის ზომა, ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე და რომელიც ბუნებრივად მცირდება ასაკის მატებასთან ერთად.

ეცადეთ კვირაში მინიმუმ 3-4-ჯერ დაკავდეთ 30-40 წუთიანი სიარულით, სირბილით, ცურვით, ან რაიმე სხვა კარდიო ვარჯიშით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს იტალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფეხის კუნთების ვარჯიში შესაძლოა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყოს ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც ფეხის ვარჯიშების შესასრულებლად იყენებთ დამატებით წონებს, ტვინი იღებს სიგნალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნას.

სიარული

ხარისხიანი ძილი. ხარისხიანი ძილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ტვინის ჯანმრთელობისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის. გადავხედოთ ძილის რამდენიმე მნიშვნელოვან გავლენას ტვინის ჯანმრთელობაზე:

მეხსიერების გაუმჯობესება. ტვინი დღის განმავლობაში უამრავ კავშირს ამყარებს, თუმცა ყველა მათგანი არ არის საჭირო. ძილი არის დრო, როდესაც ტვინი ახდენს კავშირების გაფილტვრას. უმნიშვნელო კავშირების გასუფთავების შემდეგ, ტვინში რჩება ის ინფორმაცია, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა. ამგვარად უმჯობესდება დღის განმავლობაში ნასწავლი ინფორმაციის დამახსოვრება.

ტოქსინებისგან გასუფთავება. ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ტვინი საკუთარ თავს ძილის დროს უფრო ეფექტურად ასუფთავებს ტოქსინებისგან, ვიდრე სიფხიზლისას. ძილის დროს ტვინის უჯრედებს შორის სივრცე ფართოვდება, რაც უფრო ეფექტურს ხდის ზურგის ტვინის სითხის მეშვეობით თავის ტვინის გასუფთავების პროცესს.

საკვები რაციონი. როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, ჯანსაღი კვება და ნატურალური საკვები არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის. გამონაკლისი არც ტვინია. გაგაცნობთ იმ მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში:

შოკოლადი

ცხიმიანი თევზი. ამ ტიპის თევზში შედის ორაგული, კალმახი და სარდინი, რომლებიც ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყაროა. ადამიანის ტვინის დაახლოებით 60% ცხიმისგან შედგება და ამ ცხიმის ნახევარი არის ომეგა 3, რომელსაც ტვინი იყენებს ტვინისა და ნერვული უჯრედების შესაქმნელად.
შავი შოკოლადი. შავი შოკოლადი და კაკაოს ფხვნილი მდიდარია ტვინის მასტიმულირებელი ისეთი ნაერთებით, როგორებიცაა ფლავონოიდები, კოფეინი და ანტიოქსიდანტები. შოკოლადში არსებული ფლავონოიდები კონცენტრირდებიან ტვინის იმ ადგილებში, რომლებიც სწავლას და მეხსიერებას ეხება. მკვლევარების თქმით, ამ ნაერთებმა შეიძლება გააძლიერონ მეხსიერება და ასევე დაეხმარონ ასაკთან დაკავშირებული ფსიქიკური გაუარესების შენელებას. კვლევის თანახმად, შოკოლადი ასევე დადებითად მოქმედებს განწყობის გაუმჯობესებაზე.

თხილეული

თხილეული და თესლეული. თხილეულისა და თესლეულის უმრავლესობა მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით. ისინი ასევე მდიდარია E ვიტამინით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული ჟანგვითი სტრესისგან. 2014 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თხილეულის მიღებას შეუძლია გააუმჯობესოს შემეცნება და თავიდან აიცილოს ნეიროდეგენერაციული დაავადებები. ამ ნაერთებით განსაკუთრებით მდიდარია მზესუმზირის თესლი, ნუში, თხილი და სხვა.
კვერცხი. კვერცხი თავისი მიკრო და მაკრო ნუტრიენტების შემადგენლობით ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. მათ შორის ტვინის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები და ქოლინი. ქოლინი არის მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელსაც თქვენი სხეული იყენებს აცეტილქოლინის, ნეიროტრანსმიტერის შესაქმნელად, რომელიც ხელს უწყობს განწყობისა და მეხსიერების რეგულირებას. კვერცხის ჭამა ქოლინის მიღების მარტივი გზაა, იმის გათვალისწინებით, რომ კვერცხის გული ამ საკვებ ნივთიერების ყველაზე კონცენტრირებული წყაროა. გარდა ამისა, B ჯგუფის ვიტამინებიდან B12 მონაწილეობს ტვინის ქიმიკატების სინთეზირებაში და ტვინში შაქრის დონის რეგულირებაში. რაც შეეხება ფოლიუმის მჟავას, იგი ხელს უწყობს ასაკთან დაკავშირებული ფსიქიკური დაქვეითების შემცირებას.
საკვები დანამატები.

ტვინი

დაბოლოს ისევ ლოცვაზე.

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს:

"როდესაც ადამიანი ლოცულობს, ის იღებს ტკბილ სურნელებასა და მადლს ღმერთისგან, მასთან ერთად ლოცულობს მისი ანგელოზიც. და ევედრება ღმერთს:

"ჩემო ღმერთო, ისმინე მისი ლოცვა, გააკეთე ის, რასაც ის გთხოვს ". თუკი ჩვენს ლოცვას თან ახლავს ცრემლები და სინანული, მაშინ ჩვენი ანგელოზი ხარობს, რადგან ღვთის წინაშე ბევრად უფრო გაბედულია ასეთი მშვენიერი სულის, ასეთი მშვენიერი ადამიანის გამო."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026