Logo

"რა ვქნა ძვალი რომ დავიცვა? - წონებით უნდა ვივარჯიშოთ, ქალებო!"

"რა ვქნა ძვალი რომ დავიცვა? - წონებით უნდა ვივარჯიშოთ, ქალებო!"

11/04/2026

ტექსტის ზომა

ექიმი რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალბატონებს ვარჯიშისკენ მოუწოდებს. ფიზიკური აქტივობები, წონებით ვარჯიში - ძვლების სიმკვრივისთვის! ეს აუცილებლად წაიკითხეთ.

ეკა კვირკველია: ქალებო, პერიმენოპაუზაში და პოსტმენოპაუზაში ივარჯიშეთ წონებით, რათა შეამციროთ რისკები:

დემენციის, ოსტეოპოროზის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის/მაღალი არტერიული წნევა, ასაკობრივი სისუსტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების - აშენეთ თქვენი სხეული.

გაიდლაინით ქალებს 65 წლიდან გვეკუთვნის ძვლის სიმკვრივისთვის კვლევა/დენსიტომეტრია (ოსტეოპოროზი/ოსტეოპენია), მაგრამ ქალის სხეულის შესწავლა ახლა დაიწყეს და თურმე ძვლის განლევა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე 10-15 წლით ადრე იწყება - ჯერ კიდევ პერიმენოპაუზაში - 0 სიმპტომით და არა მხოლოდ ეს… მენოპაუზის საშუალო ასაკი - 45-55 წელი…

ეკა კვირკველია

ქალის ორგანიზმი მოძრაობისთვის არის შექმნილი.

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ნიშნავს, რომ კუნთები, ძვლები, მყესები და იოგები კარგავენ იმ დატვირთვით სტიმულაციას, რომელიც მათი სიძლიერისა და ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

ფიტნესი

ესტროგენის დაქვეითება, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში, დამატებით აჩქარებს ძვლის მასის დაკარგვას, გავლენას ახდენს კუნთოვან ქსოვილსა და მყესების ჯანმრთელობაზე.

შედეგი შეიძლება იყოს კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზის, დაცემისა და მოტეხილობების რისკის ზრდა.

ძალოვანი ვარჯიში და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ქალის ჯანმრთელობის აუცილებელი ნაწილია - განსაკუთრებით პერიმენოპაუზისა და პოსტმენოპაუზის პერიოდში.

ფიტნესი

მოძრაობა არჩევანი კი არა, ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ამიტომ როდესაც მეკითხებით, ეკა ექიმო, რა ვქნა ძვალი რომ დავიცვა - წონებით უნდა ვივარჯიშოთ, ქალებო - კარგ ვარიანტში მენოპაუზამდე 10-15 წლით ადრე - გაარკვიეთ თქვენი ოჯახის წევრების მენოპაუზის გენეტიკაც და აკონტროლეთ თქვენი საკვერცხის რეზერვიც - პერი/პოსტმენოპაუზის პროგნოზირებისათვის.

ფიტნესი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026