
11/18/2026
ახალი წელი ახლოვდება და როგორც ყოველთვის, ადამიანების უმეტესობას უჩნდება კითხვა - რას მოგვიტანს 2027 წელი?
ზოგი ცვლილებებს ელოდება, ზოგი ახალი საქმის დაწყებას გეგმავს, ზოგს კი აინტერესებს, რას უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები მის ნიშანს.

ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია, აღმოსავლური ზოდიაქოს 12 ნიშანს, მოსალოდნელი წარმატების შანსის მიხედვით ალაგებს და გვაცნობს, რამდენად შეიძლება წარმატების მოლოდინი გვქონდეს 2027-ში დაბადების წლის მიხედვით.
ეკა კვარაცხელია:
„2027 წელი ცეცხლოვანი თხის წელია.

აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში მე-12 ადგილს ხარი იკავებს. თხისა და ხარის ნიშნები ერთმანეთს უპირისპირდება, ამიტომ ამ წელმა შესაძლოა ხარის წელში დაბადებული ადამიანები ჩვეული კომფორტის ზონიდან გამოიყვანოს.
მე-11 ადგილზე გველია, მე-10 ადგილზე კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავად თხა. რატომ აღმოჩნდა წლის მასპინძელი ამ ადგილზე, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ.
მეცხრე ადგილზე ვირთხაა, მერვეზე - ცხენი, მეშვიდეზე - ძაღლი. მეექვსე ადგილი ტახმა დაიკავა, მეხუთე - მამალმა, მეოთხე კი - მაიმუნმა. სამეულში მესამე ადგილი კურდღელს ერგო, მეორე - თავისუფალ და დაუმორჩილებელ დრაკონს, ხოლო 2027 წლის ფავორიტი ვეფხვია.

თუ თქვენი ნიშანი რეიტინგის ბოლოში აღმოჩნდა, გული ნუ დაგწყდებათ. პირადი პროგნოზისთვის დაბადების წელთან ერთად თვეს, დღესა და საათსაც მნიშვნელობა აქვს.
შეიძლება გველის წელში იყოთ დაბადებული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გველი საერთო რეიტინგში მე-11 ადგილზეა, თქვენ შეიძლება მშვენიერი წელი გქონდეთ. ამის გასაგებად პირად რუკას უნდა შევხედოთ. ყველას წარმატებულ წელს გისურვებთ!“ - გვაფრთხილებს ეკა კვარაცხელია.
გააზიარე სტატია