
11/17/2026
სახლის არჩევისას როგორც წესი ფასს, მდებარეობასა და საცხოვრებლის მდგომარეობას ვაფასებთ და ვაკვირდებით, თუმცა ყურადღებას ხშირად ის განცდაც იქცევს, რომელიც სივრცეში შესვლისას გვიჩნდება.
ეზოთერიკოსი და მინერალოგი თამუნა იოსელიანი ეზოთერული თვალსაზრისით განმარტავს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებლის შერჩევისას.

„სახლის არჩევისას მოერიდეთ:
- სახლს, სადაც ხშირი იყო ძალადობა, მძიმე კონფლიქტები ან ტრაგიკული მოვლენები;
- დიდი ხნის მიტოვებულ, ბნელ და ნესტიან საცხოვრებელს;

- სივრცეს, სადაც შესვლისთანავე დისკომფორტს ან აუხსნელ სიმძიმეს გრძნობთ;
- სახლს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ბუნებრივი სინათლე და ჰაერი.

გაითვალისწინეთ, თქვენი სახლი თქვენი სიმშვიდის სივრცეა“, - გვირჩევს ეზოთერიკოსი.
გააზიარე სტატია