Logo

ეს არ გამოგრჩეთ

რას ნიშნავს "ნასესხები" - დადგა თუ არა ნამდვილი გაზაფხული?

რას ნიშნავს "ნასესხები" - დადგა თუ არა ნამდვილი გაზაფხული?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხალხურ კალენდარში არსებობდა დღეები, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდებოდნენ. მათ შორის იყო „ნასესხებიც“ - მარტის მიწურულისა და აპრილის დასაწყისის (ახალი სტილით აპრილის შუა რიცხვების) ის მონაკვეთი, როცა ამინდი მოულოდნელად შეიძლება კვლავ გამკაცრდეს, ქარი ამოვარდეს, აცივდეს, მოთოვოს ან სეტყვაც კი წამოვიდეს.

სეტყვა

სწორედ ამ მოულოდნელი სიცივისა და არამდგრადი ამინდის გამო შეარქვა ხალხმა ამ დღეებს „ნასესხები“- თითქოს მარტმა აპრილისგან რამდენიმე დღე ისესხა, რომ წასვლამდე კიდევ ერთხელ ეჩვენებინა თავისი სიმკაცრე.

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში”ნასესხებთან” დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული თქმულება,ა მეცხვარეს უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, მეცხვარემ მარტის ბოლოს სიხარულით აღნიშნა, რომ მძიმე ზამთარი გადაიტანა და მის ფარას მარტმაც ვერაფერი დააკლო.

მეცხვარე

გაბრაზებულმა მარტმა აპრილისგან რამდენიმე დღე „ისესხა“, მეცხვარის დასასჯელად თოვლი, ქარი და სეტყვა მოიშველია და ფარა ძლიერ დააზიანა.

სწორედ ასე ხსნიდა ხალხური ფანტაზია იმას, თუ რატომ არის გაზაფხულის ამინდი ზოგჯერ ისევ ზამთარივით მკაცრი. იქ, სადაც თანამედროვე მეტეოროლოგია ატმოსფერულ პროცესებს აღწერს, ხალხური კულტურა ამბავს ქმნიდა.

ყვავილი

თქმულება ერთგვარი გაფრთხილება იყო - “ნუ ენდობი მარტის ბოლოს ნაადრევ სითბოს, რადგან გაზაფხული ჯერ ბოლომდე არ დამდგარაო...”

ავტორი: ზმნა

04/16/2026