Logo

რაში აკომპლექსებს მანანა კოზაკოვას ლევან წულაძე

რაში აკომპლექსებს მანანა კოზაკოვას ლევან წულაძე

10/19/2026

ტექსტის ზომა

მანანა კოზაკოვა და ლევან წულაძე გარეგნულად და ერთი შეხედვით, ისეთი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ, უსიტყვოდ, მზერით რომ ესმით ერთმანეთის. ასეც არის. თუმცა დიდი იუმორის მქონე რეჟისორს ხშირად წარმოვიდგენთ, რომ სახლშიც სულ ამგვარად ხუმრობის ხასიათზეა და სულ ხითხითშია. ასე არ არის. როგორც მანანა "ვიკასთან" ჰყვება, როცა მაესტრო მუშაობს, მაშინ შესაძლოა ცოლ-შვილი სახლიდანაც გაისტუმროს.

მანანა კოზაკოვა: ალბათ, რა მხიარულად ხართ სახლშიო, ასე მეუბნებიან და ჰგონიათ, რომ ლევანი შინ სულ კარგ ხასიათზეა. ამ დროს სახლში სულ სხვანაირია. პირიქით არის, გულჩათხრობილი, ჩუმი, ჩაფიქრებულია. სულ ფიქრობს და კითხულობს. შეუძლია მეც და თინათინსაც გვითხრას, არ გინდათ სახლიდან წახვიდეთ, გაისეირნოთო? ჩვენი არსებობაც ნერვებს უშლის. იმიტომ, რომ ფიქრობს სპექტაკლისთვის, ემზადება, კითხულობს, ან მუსიკას უსმენს. ამ დროს ჩვენ ჩუმად ვართ.

თეატრში როცა ვართ, ის წყვეტს ყველაფერს. მისი სამფლობელოა. როგორც მსახიობი ძალიან ნიჭიერია, ყველა როლს თამაშობს, ქალი-კაცი, მნიშვნელობა არ აქვს. მე არ მიყვარს, რომ მაჩვენებს ჩემი პერსონაჟის თამაშს. ისე კარგად თამაშობს, რომ მის შემდეგ ძალიან ძნელია, რომ ითამაშო. ვკომპლექსდები.

ვინმეს არ ეთქვა, ცოლია და რაიმე პროვილეგიით სარგებლობსო, წინასწარ მსაყვედურობდა ხოლმე. შვილი რომ გავაჩინე და ძუძუთი კვებაზე მყავდა, რეპეტიციების დროს გავიქცეოდი - ვაჭმევდი, მოვიდოდი, ლევანი მსაყვედურობდა, თუ პატარა ბავშვი გყავთ, დაბრძანდით სახლშიო. გეგონება, მისი შვილი არ იყო.

ჩვენ სულ რაღაცას ვაშენებთ, სულ რემონტი გვაქვს. შეცვლა, გადაკეთება, მოდი, ახლა ეს გავაკეთოთ. იქ ბეთანია ავაშენეთ. რემონტის დროს ხელოსნის აზრია ჩემთვის ავტორიტეტული და ლევანს ნერვები ეშლება, რატომ უჯერებ ვიღაცას, მე რატომ არ მიგდებ ყურსო. მე უკეთ ვიცი, ამდენი თეატრი ავაშენეო.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026