საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნინო ანანიაშვილის და გრიგოლ ვაშაძის 20 წლის ქალიშვილი, ელენე ვაშაძე ეკა ხოფერიას იუთუბ გადაცემაში გამოჩნდა. პროფესიით ბიოქიმიკოსი, ბიოინჟინერი ელენე გამოტყდა, რომ ბალერინობა სურდა, თუმცა ეს ოცნებად დარჩა.
ელენე ვაშაძე: სმენა მაქვს, ცხრა წელი ვისწავლე მუსიკალურ სასწავლებელში. თუმცა რატომღაც სულ სხვა გზა ავირჩიე.
მინდოდა ბალერინობა და ამას ოჯახში ვამბობდი, მაგრამ მამაჩემმა გამომიცხადა, ერთი ბალერინაც საკმარისია ოჯახშიო. დიდად ფიგურაც არ მიწყობდა ხელს.
მინდა ნინოს დავეხმარო და მუზეუმი გავაკეთოთ. ეს ჩემი ოცნებაა. რომ ვუყურებ სახლში კოსტიუმებს, პუანტებს, სულ მენანება, რომ კარადაში კიდია უბრალოდ. მინდა ახალი სიცოცხლე შეიძინოს.
ბავშვობიდან ჩართული ვარ ნინოს საქმიანობაში, სულ მაინტერესებს შიდა სამზარეულო. დასის წევრების სახელები ვიცი, რას ცეკვავენ, ყველაფერი ვიცი. პარტნიორთან ერთად გადაღებულ ფოტოს რომ მაჩვენებდა ნინო, ვიცოდი რომელი სპექტაკლიდან იყო.

06/15/2026