
08/12/2026
თანამედროვე მედიცინასა და ნუტრიციოლოგიაში სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ინსულინრეზისტენტობა, რაც ხშირად მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების წინაპირობა ხდება.
ასეთ დროს ორგანიზმს სჭირდება კომპლექსური, ჰოლისტიკური მიდგომა - პრობლემის სათავის აღმოჩენა და შინაგანი ბალანსის აღდგენა.
პრაქტიკოსი სპეციალისტების დაკვირვებითა და გამოცდილებით დადასტურებულია, რომ მეტაბოლური პროცესების გამართულად ფუნქციონირებისათვის გადამწყვეტი როლი B ჯგუფის ვიტამინებს ენიჭება. ისინი მონაწილეობენ უჯრედულ ენერგოგაცვლაში, ნერვული სისტემის დარეგულირებასა და გლუკოზის ათვისებაში.
ჰომეოპათი და ვისცერალური თერაპევტი გელა მალუძე განმარტავს, თუ რატომ არის აუცილებელი B ჯგუფის ვიტამინების კონტროლი ორგანიზმში ინსულინრეზისტენტობისა და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დაწყებამდე.
"ინსულინრეზისტენტობისას და აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის აღმოჩენების შემთხვევაში, როგორც წესი, პაციენტები იღებენ ხოლმე "გლუკოფაჟსა" და მის ანალოგებს. რაც კატასტროფული სიჩქარით ანადგურებს ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინებს.
არადა B ჯგუფის ვიტამინები ინსულინ რეზისტენტობისა და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია ორგანიზმში.
მაგალითად ბე 12-ის ნაკლებობამ შეძლება მაღალი არტერიული წნევებიც კი გამოიწვიოს.
ამიტომაც სასურველია, რომ ამ ტიპის პრეპარატების მიღებამდე გაკონტროლდეს B ჯგუფის ვიტამინები და მოხდეს მათი დეფიციტის შევსება," - გვირჩევს ექიმი.
გააზიარე სტატია