
11/02/2026
ორი თვე და ცხენის წელს წითელი ცეცხლოვანი თხა შეცვლის. თხა ცნობილია თავისი სიმშვიდითა და სიბრძნით, თუმცა ცეცხლის სტიქიის გავლენით, მისი ხასიათი არაპროგნოზირებადია. თხა ოჯახური კერის მფარველად ითვლება, ამიტომ ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა სახლში არსებული ატმოსფეროს მიმართ და ვერ იტანს ქაოსსა და ნგრევას.
დაიწყეთ საახალწლო მზადება და სახლიდან გაიტანეთ: გაბზარული და ჩამოტეხილი ჭურჭელი, ძველი ჟურნალ-გაზეთები, ხელოვნური ყვავილები, ვადაგასული მედიკამენტები, გაფუჭებული ტექნიკა, სხვისი ნივთები, ძველი ქვითრები...
ეზოთერიკოსი გოგა მანია კი, 2027 წლის შესახვედრად, რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.
როდის დავდგათ ნაძვის ხე?
ნაძვის ხის დასადგმელად 17 დეკემბერი კარგი დროა. ეს თარიღი საახალწლო სამზადისისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.
ნალი კართან – წარმატების სიმბოლო
კიდევ ერთი რეკომენდაცია კარის მახლობლად ნალის ფორმის დეკორაციის გამოყენებას უკავშირდება.

მწვანე ოსპი და ახალი წლის განწყობა
„ოსპი მაღალვიბრაციული მცენარეა. მწვანე ოსპზე რომც არ გიჟდებოდეთ, მოხარშეთ და ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე, ერთი კოვზი მაინც მიირთვით.
მაგიდის ქვეშ ძრომიალი კარგი არ არის. თხას კი სწორი მიმართულება მოსწონს – მას უყვარს, როცა თავს კარგად გრძნობს!“- ამბობს ეზოთერიკოსი.
2027 წლის შესახვედრად მთავარი გზავნილი კი ასეთია: მოაწესრიგეთ სახლი, გაათავისუფლეთ სივრცე უსარგებლო ნივთებისგან და ახალი წლისთვის სასურველი მიზნები წინასწარ განსაზღვრეთ.

გააზიარე სტატია