Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ უნდა მივიღოთ აშვაგანდა? - ექიმი მარინე ძაგნიძის განმარტება

რატომ უნდა მივიღოთ აშვაგანდა? - ექიმი მარინე ძაგნიძის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ექიმი ანესთეზიოლოგი მარინე ძაგნიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, მომხმარებელს საკვები დანამატი აშვაგანდას შესახებ ესაუბრა და ამ ნივთიერების დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.

„მე, როგორც ექიმი, ვაღიარებ კლასიკურ მედიცინას, მაგრამ ამასთანავე და პატივს ვცემ ხალხურ მედიცინას. ვიდრე ფარმაცევტული კომპანიები მსოფლიო ბაზარს დაიპყრობდნენ, მანამდე ექიმები პაციენტებს მცენარეებით და ბალახეულობით მკურნალობდნენ.

ჩვენი ორგანიზმი თავად საუკეთესო მკურნალია და თუ მას სათანადო დანამატებს მივაწოდებთ, შესანიშნავად გაართმევს თავს უამრავ დაავადებას.

დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა დამატანებინეთ ვსარგებლობდი. ამ ბოლო დროს დავინტერესდი სუპერ მწვანე დანამატით და მის შემადგენლობაში აშვაგანდა რომ აღმოვაჩინე, თვალები გაფართოვდა, რადგან მე შეყვარებული ვარ აშვაგანდაზე.

აშვაგანდა

აშვაგანდა ინდური წარმოშობის მცენარეა, ის საინტერესოა იმ მხრივ, რომ არის ადაპტოგენი. ადაპტოგენებს მიეკუთვნება პრეპარატების ის ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმი ნორმალურ ბალანსს დაუბრუნონ.

რას აკეთებს აშვაგანდა? ის კორტიზოლის (ანუ სტრესის ჰორმონის) დონეს დაბლა სწევს. ასევე ამცირებს სტრესისას გამოყოფილი ადრენალინის დონესაც.

აშვაგანდა დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზეც. თუ ადამიანს აწუხებს ჰიპოთირეოზი, ანუ შემცირებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, მას ააქტიურებს და ფუნქცია ნორმაში მოჰყავს. თუ არის ჰიპერფუნქცია, მაშინ კი პირიქით, დაბლა ჩამოჰყავს. ანუ არის ადაპტოგენი და ანუ ბალანსში მოჰყავს ორგანიზმი.

აშვაგანდა ზრდის სექსუალურ ლიბიდოს და მამაკაცებში სპერმატოზოიდების რაოდენობას. ანუ ხელს უწყობს გამრავლებას. აგრეთვე ის მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალზე, მოქმედებს ტვინის ჯანმრთელობაზე. ზრდის ფოკუსს, კონცენტრაციას, ამცირებს დეპრესიას, კარგად მოქმედებს ალცჰაიმერის დროსაც.

აშვაგანდას დღიური ნორმა არის 500 მგ. და მისი მიღება სისტემატურად არ შეიძლება. მიიღეთ იგი დაახლოებით თვე ნახევარის ან ორი თვის განმავლობაში და მერე 2 თვე შეისვენეთ," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

12/09/2025

აშვაგანდამარინე ძაგნიძემწვანე აფთიაქისასარგებლო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024