Logo

რაზეც ვკონცენტრირდებით, ის ჩვენს ცხოვრებაში მრავლდება - ვახტანგ ჯაფარიძე

რაზეც ვკონცენტრირდებით, ის ჩვენს ცხოვრებაში მრავლდება - ვახტანგ ჯაფარიძე

11/26/2026

ტექსტის ზომა


წარსული გამოცდილების გაანალიზება თვითგანვითარების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა. თუმცა როგორც წესი, ეს პროცესი მხოლოდ შეცდომების ანალიზსა და დასკვნების გაკეთებას მოიცავს ხოლმე.
ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს ჩვევაზე, რომელსაც იშვიათად ვაქცევთ სისტემურ ყურადღებას - საკუთარი წარმატებული ეპიზოდების, შინაგანი მდგომარეობის, ქცევისა და ურთიერთობების დაკვირვებაზე, რაც ტვინს გამარჯვების გამეორების ბუნებრივ სურვილს უჩენს.
ფსიქოლოგის განმარტებით, ის, რაზეც კონცენტრირდებით, ცხოვრებაში მრავლდება... და თუ მუდმივად უარყოფით ეპიზოდებს ვუბრუნდებით, ამით საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის ვწირავთ.

ვახტანგ ჯაფარიძე

"რაზეც ვკონცენტრირდებით, ის ჩვენს ცხოვრებაში მრავლდება.

წარსულში კონცენტრირდით იმაზე, თუ რა გააკეთეთ სწორად და აწმყოში და მომავალში გამარჯვებები და წარმატებული ეპიზოდები დაიწყებს ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ძალის მოკრებას.

არის ისეთი სტერეოტიპი, რომ შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, დასკვნები გავაკეთოთ, რომ სხვა დროს სხვანაირად მოვიქცეთ, მაგრამ სისტემურად არავინ არასდროს არ გვეუბნება, რომ უნდა გავაანალიზოთ საკუთარი გამარჯვებები.

არა აქვს მნიშვნელობა, სკოლაში საკონტროლო დაწერეთ კარგად თუ ტრანსნაციონალურ კომპანიას გაუძეხით წარმატებულად... გამოიმუშავეთ ჩვევა, გაანალიზოთ, როგორ გამომივიდა ის, რაც გამომივიდა. როგორ ვაზროვნებდი, როგორი შინაგანი მდგომარეობა მეხმარებოდა, როგორი ქცევა მეხმარებოდა, როგორი ურთიერთობები ადამიანებთან...

როდესაც ჩვენ ასე ვაანალიზებთ ჩვენს წარსულს, ასეთი ყურადღებით ფაქტობრივად ჩვენ წარმატებულ ქცევას ვაჯილდოებთ. ამის შემდეგ ტვინს უჩნდება ბუნებრივი სურვილი, რომ რაც შეიძლება ხშირად გაიმეოროს ეს წარმატება და გამარჯვება.

იმიტომ რომ როდესაც მხოლოდ უარყოფითი ეპიზოდების ანალიზით ვართ დაკავებული, ჩვენ ფაქტობრივად ვაჯილდოებთ საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის," - ამბობს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვახტანგ ჯაფარიძეკონცენტრირება გამარჯვებაზერჩევებიფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026