Logo

რის გაკეთება არა არის საურველი 13 ნოემბრამდე? - ფენ შუის სპეციალისტი გვირჩევს

რის გაკეთება არა არის საურველი 13 ნოემბრამდე? - ფენ შუის სპეციალისტი გვირჩევს

10/27/2026

ტექსტის ზომა

2026 წლის 24 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე მერკურის რეტროგრადული პერიოდია. გავრცელებული შეხედულებების თანახმად, ამ დროს მეტი ყურადღებაა საჭირო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და ახალ წამოწყებებთან დაკავშირებით, თუმცა პერიოდი ხელსაყრელად მიიჩნევა ძველი საქმეების დასასრულებლად და სამომავლო გეგმებზე დასაფიქრებლად.

რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ პერიოდში?

"2026 წლის 24 ოქტომბერი – 2026 წლის 13 ნოემბერი

ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული დოკუმენტების ხელმოწერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება. თუმცა, ეს კარგი პერიოდია დავალებების დასასრულებლად და ძველი საქმეების დასასრულებლად. ასევე, სახლიდან დაზიანებული და არასაჭირო ნივთების მოსაშორებლად.

რისი გაკეთება არ შეიძლება

  • ახალი პროექტების დაწყება: შესაძლოა შეცდომები წარმოიშვას დოკუმენტებში ან ადამიანების ქმედებებში, პროცესი შეიძლება გადაიდოს ან გეგმის მიხედვით არ წარიმართოს.
  • ახალი სამსახურის დაწყება.
  • უძრავი ქონების შეძენა, გადაადგილება.
  • მანქანებისა და აღჭურვილობის შეძენა.
  • მნიშვნელოვანი კონტრაქტების ხელმოწერა.
  • დაქორწინება.

რა უნდა გავაკეთოთ

  • წარსულში დაწყებული სხვადასხვა დავალებების და პროექტების შესრულება.
  • მომავალი ქმედებების სტრატეგიების დაგეგმვა და შემუშავება. • სწავლა, მედიტაცია და გონების გასუფთავება.
  • მოსაწყენი სამსახურის მიტოვება.
  • ძველი კავშირების განახლება.

ამ პერიოდის ნუ შეგეშინდებათ. ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი ნაწილია. საჭიროა კარგად დავფიქრდეთ, გამოვთვალოთ რისკები, კარგად დავისვენოთ, ძალები მოვიკრიბოთ და საჭირო დროს ვიმოქმედოთ," - გვირჩევს ეკა კვარაცხელია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026