საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სამომავლოდ საკუთარი კაბინეტის გახსნას გეგმავს.
ამის შესახებ ნანუკამ პოდკასტში "მარტივი თეფში" ისაუბრა.
"ახლა ვსწავლობ გეშტალტს და პლუს ვაბარებ მაგისტრატურაზე, ფსიქოლოგიურზე. უკვე ვემზადები უნარების გამოცდის ჩასაბარებლად და ამისათვის მათემატიკაში ვმეცადინეობ.
ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც დადის სახლში, არის საბას მასწავლებელი და ამით საბა ძალიან ბედნიერია.
როდესაც ამ პროფესიაში (ჟურნალისტიკაში) თავს ამოვწურავ, მგონია, რომ აქეთ მივდივარ - ჩემი მეორე პროფესია, სადაც გავაგრძელებ, ეს არის ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპიის კაბინეტს გავხსნი და ხალხს დავეხმარები," - ამბობს ჟურნალისტი.
04/04/2026