Logo

"როდის თხოვდები?" - შეკითხვას ნინო გაჩეჩილაძე პასუხობს

"როდის თხოვდები?" - შეკითხვას ნინო გაჩეჩილაძე პასუხობს

10/27/2026

ტექსტის ზომა

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ისევ მარტოა. "ვიკასთან" საუბრისას ის ამ თემასაც შეეხო და თქვა, რომ მას უკვე აღარ ეკითხებიან უტაქტო შეკითხვას - როდის თხოვდები?

ნინო გაჩეჩილაძე: ისე დაიღალა ხალხი - ნათესავები, მეგობრები, ჩემს გარშემო არსებული ადამიანები, რომ აღარ მეკითხებიან - როდის თხოვდები? იციან, მე მაინც როგორც მინდა, ისე ვიქნები. უტაქტო კითხვაა, მაგრამ კეთილის მსურველები არიან, შენი ბედნიერება და კარგად ყოფნა უნდათ. მესმის, მათი მხრიდან. მაგრამ იქნებ მე ისედაც ბედნიერი ვარ და მაგას ვერ ხვდებიან. შენ რა გინდა, იმას არ გეკითხებიან. თავიანთი გადმოსახედიდან გესაუბრებიან.

ნინო გაჩეჩილაძე

მივხვდი, რომ ოჯახს თუ ქმნი, აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო შენს არჩევანში. პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა მთავარი.

მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი. ხომ ამბობენ, რომ შენი ადამიანი უნდა იპოვო. როცა მას შეხვდები, მაშინ მიხვდები, რომ ეს არის შენი ადამიანი. დავინახე და მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია, ეს მომენტი მე ჯერ არასდროს მქონია. როცა ეს მოხდება, მერე, ალბათ, სხვა სურვილები გამიჩნდება, მაგრამ ჯერ არ ყოფილა ეს მომენტი.

- ეძებ შენს ადამიანს?

- არაფერს არ ვეძებ, აბსოლოტურად. ძიებას აზრი არ აქვს. არც არასდროს ვყოფილვარ ასე. მაძიებელი და მონადირე ქალი არასდროს ვყოფილვარ.

- შეყვარებული?

- შეყვარებული ვყოფილვარ. მაგრამ სიყვარული, რომელიც არასდროს მთავრდება, ჯერ არ მწვევია.

- გადაყვარება იოლია?

- როგორც მარტივად გიყვარდება, ისე მარტივად შეიძლება გადაგიყვარდეს. რაღაც საქციელი გიბიძგებს იქითკენ, რომ ადამიანის მიმართ ინტერესი დაგეკარგოს. ცივდები, ინტერესი გეკარგება და მორჩა.

ნინო გაჩეჩილაძე

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026