
11/05/2026
იშემიური ინსულტი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება, რომლის ძირითადი მიზეზიც, უმეტეს შემთხვევაში, საძილე არტერიების შევიწროებაა.
როგორც ანგიოლოგი გიორგი დეისაძე განმარტავს, კისრის მიდამოში გამავალი საძილე არტერიები თავის ტვინის ჟანგბადითა და სისხლით მომმარაგებელი მთავარი გზებია. მათ შევიწროებას ძირითადად ათეროსკლეროზული ფოლაკი იწვევს, ხოლო ფოლაკიდან მოწყვეტილი მცირე ნატეხის ემბოლიზაციამ შესაძლოა არტერიის სრული დაბლოკვა და მძიმე ინსულტი გამოიწვიოს.
პათოლოგია ხშირად ფარულად, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ვითარდება. სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პაციენტებს შემდეგი რისკფაქტორებით:
მაღალი არტერიული წნევა;
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
სისხლში ქოლესტერინის მოუწესრიგებელი დონე;
55-60 წელს ზემოთ ასაკი.
ორგანიზმი ხშირად წინასწარ გვანიშნებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა:
ყურებში შუილი;
კოორდინაციის დარღვევა;
კიდურების (ხელისა და ფეხის) უეცარი გაბუჟება;
მეტყველების უეცარი არევა.
რაც შეეხება მკურნალობას, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ის განსხვავებულია: მსუბუქი ფორმების დროს გამოიყენება კონსერვატიული, მედიკამენტური თერაპია, ხოლო მძიმე შევიწროებისას აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
როგორც ექიმი აღნიშნავს, ინსულტის პრევენცია და მისი თავიდან აცილება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მძიმე შედეგებთან ბრძოლა და მკურნალობა.
„მინდა განვმარტო, თუ როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ იშემიური ინსულტი, რომელიც ძირითად შემთხვევაში გამოწვეულია ხოლმე საძილე არტერიების შევიწროებით. გულიდან წამოსული ჟანგბადით მდიდარი სისხლი კისრის მიდამოში გაივლის საძილე არტერიებში და კვებავს თავის ტვინს.
საძილე არტერიების შევიწროებას იწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქი. ასევე შესაძლებელია ფოლაქიდან მცირე ნატეხის დისტალურად ემბოლიზაცია და დაბლოკვა არტერიის, რაც გამოიწვევს იშემიურ ინსულტს.
რისკ ჯგუფს მიეკუთვნება პაციენტები მაღალი არტერიული წნევით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მოუწესრიგებელი ქოლესტერინის დონე სისხლში და ასაკი 55-60 წელს ზემოთ. დაავადება ხშირად ჩუმად ვითარდება, თუმცა არის გარკვეული ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
თუ უჩივით ყურებში შუილს, კოორდინაციის დარღვევას, ხელის ფეხის უეცარ გაბუჟებას, ასევე მეტყველების უეცარ არევას, ეს ის სიგნალებია, რასაც აუცილებლად სჭირდება შემდგომი კონსულტაცია თუ გამოკვლევები.
დიაგნოსტიკა - პირველ რიგში აუცილებელია კისრის სისხლძარღვების დუპლექსკანირება, რომელიც სრულიად უმტკივნეულო მეთოდია და გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ამ დროს ზუსტად ვხედავთ სისხლძარღვის შევიწროებას ან პირიქით, როდესაც სრულიად გამავალია, როგორც ეკრანზე ჩანს სურათში. ხდება განსაზღვრა სისხლის სიჩქარის შევიწროების ხარისხის.
ამის შემდგომ კი თუ დიაგნოზი დადასტურდა და მაღალი ხარისხის შევიწროება, შესაძლებელია კატე ანგიოგრაფიაც დაინიშნოს.
ხოლო რაც შეეხება მკურნალობას, მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში, ეს მოიცავს მხოლოდ კონსერვატიულ მედიკამენტურ მკურნალობას, ხოლო მძიმე შევიწროების შემთხვევაში ოპერაციულ ჩარევას. და ბოლოს მინდა გითხრათ, ინსულტის თავიდან აცილება ბევრად უფრო მარტივია დღეს ვიდრე მისი შედეგების უკვე მკურნალობა," - განმარტავს ექიმი.
გააზიარე სტატია