Logo

როგორ გახდა ბუბა მირცხულავა ბაქარის როლის შემსრულებელი?

როგორ გახდა ბუბა მირცხულავა ბაქარის როლის შემსრულებელი?

11/08/2026

ტექსტის ზომა

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" ოფიციალურმა გვერდმა და ტელეკომპანია „ფორმულამ“ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ახალი, მე-20 სეზონით განახლდება.

შემოქმედებითი გუნდის განცხადებით, ახალი სეზონი საახალწლო პერიოდს უკავშირდება. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა პროექტისთვის ძირითადი სამსახიობო გუნდი კვლავ შეიკრიბოს.

ეკა მჟავანაძე

სერიალის კასტინგის მენეჯერმა ეკა მჟავანაძემ პოდკასტში "თეთრი კვადრატი" გაიხსენა, როგორ მოხვდა სერიალში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი ბუბა მირცხულავა.


"ბაქარის როლის შემსრულებელი, პატარა ბიჭი, მაშინ 10-12 წლის იყო, რომ მოვიყვანეთ.
რეჟისორმა მითხრა, რაღაც სცენის გადაღებისას ბიჭი მჭირდებაო. პატარა ბიჭი, რომელიც უკან ფონზე, სადღაც მეოთხე ფლანგზე ველოსიპედით გაივლიდა ან ბურთს გააგორებდა.
ეს უნდა ყოფილიყო როლი, სადაც მე მეცოდინებოდა, რომ თამაშობდა, თორემ მაყურებელს შეიძლება ვერც აღექვა.
ეს ბავშვი იქ რომ იყო, დავამტკიცეთ ორ ფილმზე, პატარა როლზე...
ავიყვანეთ გადაღებაზე... მე დავტოვე ესენი და რომ დამთავრდა გადაღება და დავურეკე, მეუბნებიან, რომ ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა, მაგრამ ერთი ბავშვი ვერ გადავიღეთო.

ბაქარი

ძალიან შევწუხდი, მე ვუთხარი, გაგიჟდება ახლა ბავშვი-მეთქი. მე ბავშვებთან ისეთი, ვარ , ვიცი, რომ სხვანაირად განიცდიან, ემოციურები არიან.

და რომ მითხრეს, ბუბა ვერ გადავიღეთო, დავურეკე და ვუთხარი, არ ინერვიულო მეთქი, შენ ყველაფერი წინ გაქვს და აუცილებლად, თუ რაღაცა გამოჩნდება შენი ასაკის, მე შენ აუცილებლად დაგიძახებ სხვა ფილმზე მეთქი.

მართლაც გამოჩნდა როლი, უცებ გამახსენდა და ვიფიქრე - უი, რა კარგია, ბავშვს გაუხარდება-მეთქი და მოვიყვანე და ასე გახდა, ბუბა მთავარი როლის შემსრულებელი," - იხსენებს ეკა მჟავანაძე.

ბაქარი

წყარო: თეთრი კვადრატი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბაქარ ორჯონიკიძებუბა მირცხულავაეკა მჟავანაძეჩემი ცოლის დაქალები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026