Logo

როგორ მოვამზადოთ კუჭ-ნაწლავი მძიმე კერძებისთვის - რატომ არის ჯონჯოლი ქართული სუფრის მთავარი საიდუმლო?

როგორ მოვამზადოთ კუჭ-ნაწლავი მძიმე კერძებისთვის - რატომ არის ჯონჯოლი ქართული სუფრის მთავარი საიდუმლო?

10/22/2026

ტექსტის ზომა

ქართული ტრადიციული სუფრა მრავალფეროვანი და ხშირად საკმაოდ ნოყიერი კერძებითაა დატვირთული... თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სუფრის ერთ-ერთი ყველაზე უბრალო და საყვარელი წასახემსებელი ჯონჯოლი, არა მხოლოდ გემრიელი, არამედ მონელების პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტია.


ფერმენტირებული ბოსტნეული კუჭ-ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების გამოკვებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მომზადებას უწყობს ხელს.
რატომ ღირს ხორცის მირთმევამდე ჯონჯოლის დაგემოვნება და რა ანტიოქსიდანტურ თვისებებს ინახავს ეს ტრადიციული წასახემსებელი? ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ინდოელი მკურნალ არუნ ხათრი გვიზიარებს.

„თუ სადმე სუფრაზე მივდივარ, ვეძებ, სად დევს ჯონჯოლი. ყველა მეუბნება ხორცი ჭამეო, მაგრამ ხორცის ჭამამდე ჯონჯოლს ვჭამ.
ჯერ ერთი, რომ ის სასარგებლოა და მეორე ძალიან გემრიელია.
საქართველოში ყველა სუფრაზე ჯონჯოლი აუცილებლად გვხვდება. მე რასაც ვხედავ, ყოველთვის არის...
ხორცი მიირთვით, კი ბატონო, მაგრამ ხორცის ჭამამდე, ფერმენტირებული ნებისმიერი ბოსტნეულის ჭამაა საჭირო.

ჯონჯოლი


რაც შეეხება ჯონჯოლს, ჯონჯოლზე არის კვლევები ჩატარებული, რომ მასში შედის მცირე რაოდენობით ანტიოქსიდანტები.
გირჩევთ, ჯერ ჯონჯოლი ჭამეთ, თუ ბოსტნეული არა გაქვთ. კუჭ-ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებისთვის ერთადერთი საჭმელია, მერე ხორცი მიაყოლეთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო იქნება!“ - გვირჩევს არუნ ხათრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

არუნ ხათრიკვებაპროდუქტირჩევაჯონჯოლი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026