ასტროლოგია-ეზოთერიკა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფენ შუი უძველესი პრაქტიკაა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეში ენერგიების დაბალანსებას უწყობს ხელს და ჩვენს ცხოვრებაში პოზიტივი და სიუხვე მოაქვს.
როგორ უნდა მოაწყოთ სახლი ფენ შუის მიხედვით ისე, რომ 2026 წლის ენერგიას შეესაბამებოდეს?
ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გირჩევთ:
„მე და თქვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ახალ წელს შუაღამისას ჩაფიქრებული სურვილები გარდაუვალად ახდება. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამყაროს, რომ ჩვენი სურვილები ზუსტად გაიგოს და ენერგია სწორი მიმართულებით წარმართოს.

ამაში აუცილებლად დაგვეხმარება საახალწლო ნაძვის ხე! უფრო სწორად, არა თავად ნაძვის ხე, არამედ მისი სადღესასწაულო მორთულობა.
რაც შეეხება საახალწლო ფერებსა და დეკორებს: ნაძვის ხე შეიძლება მოირთოს მწვანედ. მისაღებია მისი ყველა ელფერი - რბილი ზეთისხილიდან მუქ ზურმუხტისფრამდე. მათ შორის ღია მწვანე, პიტნისფერიც. მწვანე ფერებს შეგიძლიათ შეუთავსოთ ვარდისფერი, შინდისფერი ან თუნდაც მკვეთრი წითელი და ოქროსფერი.

დეკორში გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები, ფიჭვის გირჩები ან თუნდაც ხის სათამაშოები.

ზედა ნაწილი მორთეთ მზის ფორმის კაშკაშა დეკორაციებით - ეს გახლავთ მომავალი წლის სიმბოლო. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ დეკორატიული სანთლები. აირჩიეთ ფერის შესაბამისი ტექსტილი.

ძაფზე შეკრიბეთ გამხმარი ფორთოხლის ნაჭრები და დარიჩინის ჩხირები და ეს შექმნის 2026 წლის ახალი წლის დაუვიწყარ სურათს და დაკიდეთ იგი ნაძვის ხეზე.
12/15/2025