
10/29/2026
ეს არის ამბავი, თუ როგორ იქცა 82 წლის გოგი ბაბუ სასურველ სასიძოდ. ქვრივმა საცოლეს მოძებნაში, დახმარება "სხვა ნანუკას" სთხოვა. შემდეგ შოუმ მასზე რეპორტაჟი გააკეთა. გამოჩნდნენ საცოლეები. გადაცემის მეშვეობით ტოლი და სწორი მალე იპოვა და ახლა ბედნიერი აგრძელებს ცხოვრებას.
სოფელ ტკოცაში მცხოვრებ ახლად დაქორწინებულ წყვილს "სხვა ნანუკა" სტუმრობდა.
გოგი: ორი ზამთარი გავატარე მარტოობაში. "სხვა ნანუკას" შემდეგ დაოჯახება-გაცნობის ცენტრშიც მივედი. ჩემი სოფლიდან როზას სოფელში, გათხოვილი გოგო ცხოვრობდა და მისგან გავიგე, რომ ჩემი გაცნობა უნდოდა როზას. ჩემს შესახებ ინტერნეტიდან გაიგო. მანამდე ზოგი დავიწუნე. მე სოფელში გაზრდილი ქალი მაწყობდა. ქალაქელები სტუმრად მყავდნენ და 11 საათზე რომ ქალი ლოგინიდან ადგება, ის საქმეს გაგიკეთებს?
არ უნდა ჰქონოდა ჭრელი თვალები. ან შავი თვალები უნდა ჰქონოდა ან თაფლისფერი. ჭრელ თვალიანი თარსები არიანო, ამბობენ. პომადა ახალგაზრდას უნდა, ასაკში - 70-80 წლის ქალს პომადა უნდა კიდე? 65 წლის ზევით უნდა იყოს. პრეტენზიული არ ვარ. მეტწილად დათმობაზე მივდივარ.
ქალთან საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ არის ჩემთვის.
მოკლედ, გაიცანით ჩემი ცოლი - როზა ცხოვრებაშვილი ქარელის რაიონიდან. ათ კილომეტრშია სოფელი, იქიდან მოვიყვანე.

ათზე დგება, საქმეებს აკეთებს. ჩემზე 16 წლით პატარაა.
ასაკთან შეფარდებით კარგი სიყვარული და მეგობრობა გვაქვს. აბა, მარტო ადამიანი ყველაფერში ცოდვაა...
როზა: მარტო აღარ მიწევს ამ ცხოვრებასთან ჭიდილი. ხან ვჩხუბობთ, ეს ვერძია, მე მშვილდოსანი ვარ. მაგრამ მალე ვრიგდებით. შერიგებისკენ ნაბიჯს პირველად ეს დგამს.
რვა საათზე ვწვებით. ფეისბუქს შიშით ვერ ვრთავ, თვალები გაგიფუჭდება, ნუ უყურებო, მეუბნება.
გოგი: ჩემს სახლში ოჯახის უფროსიც მე ვარ და ბრძანების გამცემიც. როზამ ხუთი სული საქონელი მოიყვანა. მე სულაც არ მინდოდა ძროხები. მინდა დარჩენილი ცხოვრება ზაფხულში ზღვაზე და მოგზაურობაში გავატარო. ნელ-ნელა გავყიდით საქონელს და მოვიშორებთ.

გააზიარე სტატია