Logo

როგორ შეცვალა მამის ცხოვრება ლურჯთვალა კეკემ

როგორ შეცვალა მამის ცხოვრება ლურჯთვალა კეკემ

11/16/2026

ტექსტის ზომა

გიორგი კეკელიძე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც ხმამაღლა საუბრობს თავის ობსესიებზე, შფოთვით აშლილობაზე, რათა ამ გზით, სტიგმის შემცირება მოახდინოს და მხარი დაუჭიროს მათ, რომლებიც მსგავს გამოწვევებს განიცდიან.

იცით, რომ გიორგის პატარა ქალიშვილი, წლინახევრის კეკე ჰყავს. მწერალი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ქალიშვილის ვიდეოებს. ჩანს, რომ ლურჯთვალა კეკემ ნამდვილად შეცვალა მისი ცხოვრება.

გიორგი კეკელიძე

აი, რას პასუხობს მწერალი "ზმნას" შეკითხვაზე.

- რამდენად გეხმარებათ კეკე ობსესიების დაძლევაში?

გიორგი კეკელიძე: კეკემ იოლად დამანახა, რას ნიშნავს უდაბნოში მიმავალი ადამიანისთვის ოაზისი. რთული და ბევრი მხრივ დატვირთული ცხოვრების პარალელურად, მისი არსებობა ყოველთვის გულისხმობს თავშესაფარს, სადაც შენ ყველაზე კომფორტულად და ადამიანურად გრძნობ თავს.

გიორგი კეკელიძე

მთელ ამ პროცესზე დაკვირვება, როგორ იზრდება, როგორ სწავლობს სიტყვებს, სამყაროსთან მიმართებას, საკუთარ თავთან მიმართებას, უზარმაზარი დღესასწაულია. ადამიანებს (ვისაც სურვილი აქვთ) ვუსურვებ, გამოსცადონ ეს უდიდესი მისტიკური აქტი დედამიწაზე.

გიორგი კეკელიძეგიორგი კეკელიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ლილიანა ფალიანი

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026