Logo

როგორ შევარჩიოთ კედლის ფილა აბაზანისა და სამზარეულოსთვის?

როგორ შევარჩიოთ კედლის ფილა აბაზანისა და სამზარეულოსთვის?

10/22/2026

ტექსტის ზომა

პატარა აბაზანა ან სამზარეულო უფრო ფართო შეიძლება გამოჩნდეს, თუ კედლის ფილას სწორად შევარჩევთ.

მნიშვნელობა მხოლოდ ფერს არ აქვს. სივრცის აღქმაზე გავლენას ფილის ზომა, ზედაპირი, განლაგება და ფილებს შორის ნაკერებიც ახდენს. ამიტომ მაღაზიაში მოწონებული ნიმუში ყოველთვის იმ გარემოში უნდა წარმოვიდგინოთ, სადაც მის გამოყენებას ვაპირებთ.

თუ რემონტი დაგეგმილი გაქვთ, ფილების არჩევამდე, ოთახის ზომები, ავეჯის ფერები და განათება გაითვალისწინეთ.

ეს რამდენიმე დეტალი დაგეხმარებათ, არჩევანი მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებაზე არ იყოს დამოკიდებული.

აბაზანა

პატარა სივრცისთვის კარგი საფუძველია ღია, მშვიდი პალიტრა: რძისფერი, ქვიშისფერი, თბილი ნაცრისფერი ან ნაზი მწვანე. არჩევანი მხოლოდ თეთრით არ შემოიფარგლება რბილი შეფერილობებიც ნათელ, ჰაეროვან გარემოს ქმნის.

მნიშვნელოვანია კედლის, იატაკისა და ავეჯის ურთიერთშეხამებაც. როდესაც ყველა ზედაპირი მკვეთრად განსხვავებული ფერისაა, ოთახი ვიზუალურად რამდენიმე ნაწილად იყოფა. ერთმანეთთან ახლოს მდგომი ტონები კი სივრცეს აერთიანებს. მაგალითად, ღია ქვიშისფერი კედლის ფილა, მსგავსი ტონის იატაკი და ხისფერი ავეჯი მშვიდ, ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის.

ეს მიდგომა ერთნაირად გამოსადეგია როგორც აბაზანის დიზაინისთვის, ისე სამზარეულოს მოწყობისას.

მუქ ფერზე უარის თქმა აუცილებელი არ არის. ის შეიძლება გამოიყენოთ აქცენტად ნიჟარის უკან, ნიშაში ან კედლის ერთ მონაკვეთზე.

აბაზანა

ხშირად ფიქრობენ, რომ პატარა აბაზანის ფილები მცირე ზომის უნდა იყოს. სინამდვილეში, შედარებით დიდი კერამიკული ფილა ზოგჯერ სივრცის ვიზუალური გაფართოებისთვის უკეთ მუშაობს. ნაკლები ნაკერი კედელს უფრო ერთიან ზედაპირად წარმოაჩენს.

თუმცა დიდი ფორმატი ოთახის პროპორციებს უნდა მოერგოს. თუ ფილების უმეტესობა დასაჭრელია და კუთხეებში ვიწრო ზოლები რჩება, შედეგი შეიძლება ნაკლებად ჰარმონიული აღმოჩნდეს. ამიტომ შეძენამდე მნიშვნელოვანია განლაგების დაგეგმვა. ის, თუ სად დაიწყება რიგი, სად დასრულდება და როგორ დაემთხვევა ფილები კარს, ნიშებსა თუ სხვა დეტალებს.

სამზარეულოს ფილების შერჩევისას სამუშაო ზედაპირსა და ზედა კარადებს შორის მანძილიც გაზომეთ. სწორად მორგებული ზომა ზედმეტ ჭრებს შეამცირებს და კედელს უფრო მოწესრიგებულ იერს მისცემს.

ფილები

ერთი და იგივე კაფელი სრულიად განსხვავებულად შეიძლება გამოიყურებოდეს იმის მიხედვით, რა ფერის ფუგას გამოიყენებთ.

ფილასთან მიახლოებული ტონის ფუგა ნაკერებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის და ზედაპირის ერთიანობას ინარჩუნებს. კონტრასტული ფერი კი თითოეული ფილის ფორმას გამოკვეთს და კედელზე მკაფიო გეომეტრიულ ნახატს ქმნის.

თუ მთავარი მიზანი პატარა ოთახის ვიზუალური გაფართოებაა, ნაკლებად კონტრასტული ნაკერები ხშირად უფრო ხელსაყრელი არჩევანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მცირე ზომის ფილას იყენებთ და კედელზე ბევრი შეერთების ხაზი ჩნდება.

ნაკერის სიგანე კი კონკრეტული ფილისა და მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით უნდა განისაზღვროს.

ფუგა

პრიალა კედლის ფილა სინათლეს ირეკლავს და ოთახს მეტ ნათებას მატებს. მქრქალი ზედაპირი კი უფრო რბილ, მშვიდ ეფექტს ქმნის. პატარა სივრცეში ორივე წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ. არჩევანი განათებასა და ინტერიერის საერთო ხასიათზეა დამოკიდებული.

გასათვალისწინებელია ყოველდღიური მოვლაც. მუქ პრიალა ზედაპირზე წყლის წვეთებისა და ნადების კვალი შეიძლება მეტად შესამჩნევი იყოს. ღრმა რელიეფის მქონე ფილას კი გასაწმენდად მეტი ყურადღება დასჭირდეს.

სამზარეულოში, განსაკუთრებით ქურისა და ნიჟარის მიმდებარედ, მნიშვნელოვანია ისეთი ზედაპირის შერჩევა, რომლის გაწმენდაც მარტივად შეიძლება. ამიტომ ნიმუშის დათვალიერებისას მხოლოდ ფერსა და ნახატს ნუ დააკვირდებით, მისი ფაქტურაც შეაფასეთ.

ფილა

თანამედროვე ფილები მრავალფეროვანი ინტერიერის შექმნის საშუალებას იძლევა. ქვისა და მარმარილოს ეფექტი, გეომეტრიული ნახატი, მოზაიკა თუ რელიეფი ოთახს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. პატარა სივრცეში მთავარია, ეს ელემენტები ერთმანეთს ყურადღებისთვის არ ეჯიბრებოდეს.

თუ აბაზანისთვის გამოკვეთილი ძარღვების მქონე ფილას ირჩევთ, დანარჩენი ზედაპირები უფრო სადა დატოვეთ. სამზარეულოში კი კედლის მოპირკეთება სამუშაო ზედაპირს შეუხამეთ. აქტიური ნახატის მქონე ზედაპირს მშვიდი ფონი ხშირად უკეთ ერგება.

დეკორატიული ფილა შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ მონაკვეთზე, ნიჟარის უკან, საშხაპის ნიშაში ან სამზარეულოს სამუშაო ზონაში. ასე აქცენტი უფრო გამოკვეთილი იქნება, ოთახი კი გადატვირთული არ გამოჩნდება.

ფილა

კედლის მოსაპირკეთებლად გამოიყენება როგორც კერამიკული ფილა, ისე კერამოგრანიტი, თუმცა არჩევანისას კონკრეტული პროდუქტის დანიშნულება უნდა გადაამოწმოთ.

ყოველდღიურ საუბარში „კაფელს“ ხშირად კედლის ფილას უწოდებენ, „მეტლახს“ კი იატაკის საფარს. შეძენისას მხოლოდ ამ სახელწოდებებს ნუ დაეყრდნობით. მნიშვნელოვანია შეფუთვაზე მითითებული მახასიათებლები და მწარმოებლის ინსტრუქცია. კედლისთვის განკუთვნილი ფილა ავტომატურად იატაკისთვისაც შესაფერისი არ არის.

აბაზანაში გამძლე შედეგისთვის საფუძვლის მომზადებასა და სველ ზონებში ჰიდროიზოლაციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ფილა ამ სამუშაოებს ვერ ჩაანაცვლებს. დიდი და მძიმე ფილების შემთხვევაში კი წინასწარ უნდა შეფასდეს კედლის მდგომარეობა და შეირჩეს შესაბამისი წებო.

ფილები

კედლის ფილების შერჩევა უფრო მარტივია, როდესაც მას სხვა მასალებთან ერთად აფასებთ. ერთმანეთს შეადარეთ ფილის ნიმუში, ფუგის ფერი, იატაკის საფარი და ავეჯის ტონი. ცალ-ცალკე მოწონებული ელემენტები ყოველთვის ჰარმონიულ კომბინაციას არ ქმნის.

ნიმუშს სხვადასხვა განათებაშიც შეხედეთ. მაღაზიასა და სახლში ფერი, ბზინვარება თუ ფაქტურა შეიძლება განსხვავებულად აღიქმებოდეს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ ერთ სივრცეში გთავაზობთ კედლისა დ აიატაკის ფილებს ნებისმიერი მოთხოვნებისა და გემოვნების მომხმარებლებისათვის.

მიჰაუსი

„მიჰაუსში“ ფილების შესარჩევად მისვლისას თან იქონიეთ ოთახის ზომები და ფოტოები. კონსულტანტთან გადაამოწმეთ შერჩეული პროდუქტის დანიშნულება და მონტაჟის მოთხოვნები. ასე სარემონტო სამუშაოები უფრო გააზრებული არჩევანით დაიწყება და შედეგსაც ჰარმონიულს მიიღებთ.

Top of Form

Bottom of Form

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აბაზანაიატაკის ფილაკედლის ფილამიჰაუსისამზარეულოფილები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026