
10/18/2026
ბიზნესმენი, მათე-მოტორსის დამფუძნებელი გელა ბარკალაია ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი საყრდენი იუმორია.
"იუმორი ჩემთვის ყველაფერია. მთელი ჩემი ცხოვრება იუმორით ვცხოვრობ. თუ იუმორი არ არის, ვერცერთ სუფრაზე ვერ დავჯდები.
იუმორით რომ ვცხოვრობ, იმიტომაც ვარ ასე... ახალგაზრდები არიან და გაიძახიან - ეს მტკივა, ის მტკივაო... ახლა კაცმა რომ მითხრას, ფეხით წავალ 10 კმ-ს გავივლი. კუს ტბაზე დილაობით რომ ავდივარ, 4-5 კმ-ს დავდივარ.
ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, მე ჩემს თავს არაფერს არ ვაკლებ. ყველას ყველაფერი გავუკეთე ჩემს წრეს, დას, ძმას, ვისაც სჭირდებოდა.
ახლა ვისაც უნდა იცხოვროს ისე, როგორც საქმეს სჭირდება, ვისაც არა და - როგორც უნდა... ცხოვრება ასეთია.
მე ტრადიციული ადამიანი ვარ. სახლში უნდა იყოს სითბო და სითბო მაშინაა, როცა დაუჯერებ მას, ვისაც მეტი ჭკუა აქვს და მეტი გზა აქვს გავლილი.
რომ გაგაფრთხილებენ, არ წახვიდე, თორემ "ფეხს მოიტეხავო", რომ არ დაიჯერებ და წახვალ და "მოიტეხავ ფეხს", მერე შენს თავს დააბრალე," - თქვა გელა ბარკალაიამ გოგოლა კალანდაძის გადაცემაშ "სახლი".
გააზიარე სტატია