Logo

რომელი გამათბობლის დატოვებაა განსაკუთრებით საშიში ძილის დროს? - ტოქსიკოლოგი განმარტავს

რომელი გამათბობლის დატოვებაა განსაკუთრებით საშიში ძილის დროს? - ტოქსიკოლოგი განმარტავს

11/23/2026

ტექსტის ზომა


გათბობის სეზონზე ერთ-ერთი მთავარი საფრთხე მხუთავი აირია. მას ფერი და სუნი არ აქვს და ოთახში მისი დაგროვება შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. გადაცემაში „დილის ლაივი“ ექიმმა-ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ ისაუბრა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ოჯახებმა, რომლებიც გაზის გამათბობელს იყენებენ, და რატომ არის მნიშვნელოვანი გამწოვი მილის შემოწმება.

„ყველაზე ცუდია, როცა გამათბობელს ღამით ჩართულს ვტოვებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას გამწოვი არ აქვს.

ყველაზე საშიშია გამათბობელი, რომელიც ოთახში იწვის, ოთახიდან იღებს ჟანგბადს და გამწოვი არ აქვს. ხშირად ვურჩევთ ხოლმე, რომ ფანჯარა ოდნავ შეაღონ. ეს მნიშვნელოვანია, ამცირებს რისკს, მაგრამ როგორც კი ფანჯარა მიიხურება, რისკი ძალიან მაღალია.

ფანჯარა


აუცილებელია, გამათბობლის პირველად ჩართვისას შემოწმდეს, რამდენად კარგი გაწოვა აქვს. როცა პაციენტი ჩვენთან ხვდება და შემდეგ სპეციალური სამსახური ამოწმებს გამათბობელს, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მილში ჩიტს ბუდე აქვს გაკეთებული ან რაიმე უცხო საგანია, რომელიც პრობლემას იწვევს.


გამწოვი ნამდვილად უნდა გადიოდეს გარეთ. თუ გამწოვი საერთოდ არ არის, რისკი ყველაზე მაღალია და ასეთ პირობებში ნამდვილად არ უნდა გვეძინოს.

გამწოვი


სამწუხაროდ, როცა მძიმე შემთხვევებს განვიხილავთ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ოჯახი გააფრთხილეს, მილი დაზიანებული იყო, შემდეგ კი გამათბობელი თვითნებურად ჩართეს.

არ შეიძლება მისი თვითნებურად დამონტაჟებაც. მნიშვნელობა აქვს იმასაც, გათვლილია თუ არა გამათბობელი ოთახის ფართობზე“, – განმარტავს ტოქსიკოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გამათბობელიეკა ქურდაძესაფრთხეტოქსიკოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026