
11/27/2026
"როდის არის ხილის ჭამის საუკეთესო დრო?" - ასე იწყებს ფეისბუქზე თავის მორიგ რჩევას აიურვედას მკურნალი, არუნ ხათრი. როგორც ის წერს, ხილთან ერთად, ცილის შემცველი პროდუქტები უნდა მივირთვათ.
არუნ ხათრი: ბევრი ადამიანი ხილს დილით, უზმოზე ან გვიან ღამით მიირთმევს. მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხართ, რასთან ერთად მიირთმევთ მას?

ჩემი რეკომენდაციაა:

რასთან ერთად შეგიძლიათ ხილის მირთმევა?
- ვაშლი + ერთი მუჭა თხილეული
- კენკრა + ბერძნული იოგურტი
- ბანანი + არაქისის კარაქი
- მსხალი + ნუში
- ხილი + ხაჭო
ასეთი კომბინაცია კვებას უფრო დაბალანსებულს ხდის და დანაყრების შეგრძნების უფრო დიდხანს შენარჩუნებაში გეხმარებათ.
დაიმახსოვრეთ, ხილი სასარგებლოა. არ არის საჭირო მისი დილით ან საღამოს მიღების შიში. მთავარია, თქვენი კვების საერთო ხარისხი, ულუფის ზომა და საკვების სწორი შეხამება.
იკვებეთ გონივრულად და არა ნაკლებად!
გააზიარე სტატია