
11/19/2026
სამოსი, რომელსაც აღარ ვიცვამთ, სამკაული, რომელიც უსიამოვნო ამბავს გვახსენებს, ან საჩუქარი, რომელსაც მხოლოდ უხერხულობის გამო ვინახავთ... ჩვენს კარადებში ასეთ ნივთებსაც შეხვდებით...
ეზოთერიკოსი და მინერალოგი თამუნა იოსელიანი გვთავაზობს, დავაკვირდეთ, რა განცდები გვაკავშირებს ნივთებთან და რისგან გათავისუფლება გვსურს.
მისი რჩევები ნივთების სიმბოლურ და ეზოთერულ აღქმას ეფუძნება.

„ტანსაცმლის არჩევისას მოერიდეთ:
- დახეულ, გაცვეთილ და მოუვლელ სამოსს;
- ნივთებს, რომლებიც მძიმე პერიოდსა და უსიამოვნო მოგონებებს გახსენებთ;
- სხვის ტანსაცმელს, რომლის ისტორიაც თქვენთვის უცნობია;
- სამოსს, რომელშიც თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობთ;
- გარდერობში უსარგებლო ნივთების წლობით დაგროვებას.

ნივთებისა და სამკაულების ტარებისას მოერიდეთ:
- უცნობი ისტორიით დატვირთულ ძველ სამკაულებს;
- ნივთებს, რომლებიც ნეგატიურ მოგონებებს უკავშირდება;
- გატეხილ და დაზიანებულ აქსესუარებს;
საჩუქრებს, რომელთა მიღებაც შინაგანად არ გსურთ;
- ნივთებს, რომლებიც მხოლოდ წარსულზე მიჯაჭვულობის გამო გაქვთ შენახული.
ნუ შეინახავთ იმას, რაც უკვე აღარ გჭირდებათ. ნუ ატარებთ იმას, რაც უსიამოვნო განცდებს გიტოვებთ“, - გვირჩევს თამუნა იოსელიანი.
გააზიარე სტატია