Logo

"როცა ვხედავ როგორ გგულშემატკივრობენ ჩემი შავებში ჩაცმული მშობლები, მაშინ ვიაზრებ რა დიდი ხარ!" - გულშემატკივარი კვარაცხელიას

"როცა ვხედავ როგორ გგულშემატკივრობენ ჩემი შავებში ჩაცმული მშობლები, მაშინ ვიაზრებ რა დიდი ხარ!" - გულშემატკივარი კვარაცხელიას

10/27/2026

ტექსტის ზომა

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა უკანასკნელი დღეების ქართული სოციალური ქსელების მთავარი განხილვის თემა გახდა.
ადამიანები განიცდიან, გულშემატკივრობენ, განიხილავენ, პროგნოზებს აკეთებენ, თავად ხვიჩას თანაუგრძნობენ, ამშვიდებენ და აიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

კუმირის ტრავმას გულისტკივილით გამოეხმაურა მწერალი ზაალ ჯალაღონია და მას შემდეგ, რაც ფეხბურთის პერსპექტივების მიმართულებით შეაფასა შექმნილი მდგომარეობა, ადამიანების განწყობასა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.


მწერალმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ერთი ახალგაზრდა გოგონას, ანი ჩიჩუას კომენტარი გააზიარა, როგორც კოლხი ქალის დიდსულოვნებისა და ერთგულების მაგალითი.

"ეს კომენტარი განსაკუთრებით საგულისხმო იყო ჩემთვის. აქ ამოიკითხება კოლხი ქალის დიდსულოვნება, ერთგულება და სიყვარული, რომელსაც უცხოელი ვერასდროს გაიგებს.

ხვიჩა ბევრისთვის, მხოლოდ ფეხბურთელია და მეტი არაფერი... არა, მეგობრებო, არ შეცდეთ, ხვიჩას ბევრად დიდი მისია დააკისრა განგებამ. ჩვენი ერისთვის ის ოცნებების ახდენის საიდუმლოა, წარმატების სიმბოლოა, ხვიჩა იმედია, შუქია, ჩვენი სულის ემანაციაა.

მან დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია მსოფლიოს რუსთველი ვაჩუქოთ, ფიროსმანი ვაჩუქოთ, ვაჟა ვაჩუქოთ. ,,ჩაკრულო",, ოდოია" ,,დაისი", პაიჭაძე, მესხი, ყიფიანი...

დიახ, ჩვენ ვართ სასტიკები, შურიანები, ბოროტები, ,,ვჭამთ" ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს იდენტობაში, რაღაც დიდი, ამოუხსნელი კოსმიური ენერგიაცაა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს.ალბათ, ასეთმა ,,ამოფრქვევებმა" მოგვატანინა დღემდე სული და გადაგვარჩინა თავს დატეხილი უბედურებებისგან. ჩვენ ამ ომსაც მოვუგებთ ბოროტ ძალებს, რადგან შეუძლებელია ეს ენერგია უკვალოდ ჩანავლდეს," - წერს ზაალ ჯალაღონია.


აქვე გიზიარებთ ანა ჩიჩუას კომენტარს ხვიჩა კვარაცხელიას პოსტზე.
"კვარა, 2023 წელს 26 წლის ძმა გარდამეცვალა, რომლის ბოლო პოსტი ფეისბუქზე შენი მოგებული სკუდეტო იყო. მას შემდეგ, როცა ვხედავ როგორ გგულშემატკივრობენ ჩემი შავებში ჩაცმული მშობლები, როგორ ელოდებიან შენს თამაშებს და როგორი ბედნიერები არიან შენი გატანილი გოლებით, მაშინ ვიაზრებ რა დიდი ხარ!
იცოდე, მთელი საქართველო შენთვის ლოცულობს... მალე დაგვიბრუნდი," - წერს ანა ჩიჩუა.


გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გულშემატკივარიმხარდაჭერატრავმახვიჩა კვარაცხელია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026