
11/11/2026
გიგა ავალიანის გახმაურებული საქმის გამოძიება ისევ პროცესშია. დღეს სასამართლო პროცესზე ნია იმნაძის მშობლები უნდა დაკითხულიყვნენ. თუმცა როგორც მოკლული პედაგოგის დედა, ეკა კუპატაძე ფეისბუქზე წერს, მათ განაცხადეს, რომ არაფერი აქვთ სათქმელი.
ეკა კუპატაძე: დღეს, ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ე.წ. "სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ნიაკოს" მშობლები - "თაკო" და "ვალე".
სასამართლოს შესასვლელთან მხდალმა გიორგი ლეკიშვილმა დაგვინახა მე, ჩემი ყველა ძმა, ყველა რძალი, ჩემი შვილი და პროცესი რომ დაიწყო, მერე გახადა ნია იმნაძის მშობლების ჩვენება უდავო!
სად ხართ ბაბლი?!?!?!?!
თქვენი "სექსუალურად შეურაცხყოფილი" და "არასწორად დაპატიმრებული არასრულწლოვნის" მშობლებმა, სათქმელი არაფერი გვაქვსო!!!
2 კვირა იძახდა "ნიაკოს" მშობლები, რომ სასამართლოსთვის მომზადება სჭირდებოდათ, წუხელ გვიან ღამით თქვეს, რომ თანახმა იყვნენ დაკითხულიყვნენ და...
რისი შეეშინდა ნიაკოს მშობლებს?!
იმის ხომ არა, რომ დღეს სასამართლო პროცესზე, მათი ახალი დანაშაული გაიშიფრებოდა??
მაგრამ იცოდეს სამყარომ, ნია იმნაძის და გიორგი მალანიას მშობლებს, ასევე გიორგი ლეკიშვილს, მაინც არ ასცდებათ გისოსები, სულ რომ სხვა პლანეტაზე გადასახლდნენ!!!
გააზიარე სტატია