Logo

სასამართლო მოსყიდულია?! როგორ დააბრუნეს რუსეთი მსოფლიო ჰოკეიში

სასამართლო მოსყიდულია?! როგორ დააბრუნეს რუსეთი მსოფლიო ჰოკეიში

11/13/2026

ტექსტის ზომა

ლოზანის საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა თავისი არსებობის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ხმაურიანი და საკამათო გადაწყვეტილება მიიღო: ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია დაავალდებულა, რომ რუსეთის ნაკრები დაუყოვნებლივ დაუშვას ტურნირებზე.

რატომ არიან მოკვეთილები რუსები მთელ მსოფლიოში სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობიდან, ამას თავიდან ახსნა არ სჭირდება. ახლა კი ლოზანის არბირტაჟის გადაწყვეტილებას შესაძლოა, პრეცედენტული ხასიათი ჰქონდეს და რუსებს მსოფლიო სპორტში დაბრუნების ზარზეიმით აღნიშნვის საბაბად ექცეთ.

არბიტრაჟის გადაწყვეტილებას იმდენად მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რომ არბიტრაჟი იძულებილიც კი გახდა, დამატებითი განმარტება გაევრცელებინა და ფატობრივად თავი ემართლებინა: ჩვენ მხოლოდ სამართლებრივი მხარე შევისწავლეთ და საკმაო მტკიცებულება ვერ აღმოვაჩინეთ, რუსეთის ნაკრების მოკვეთის გასამართლებლადო.

შევნიშნოთ, რომ წესიერი ადამიანებისთვის რუსული რაკეტებით მოკლული უკრაინელი ბავშვების კადრებიც საკმარისი მიზეზი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არბირტაჟს, როგოც ჩანს, თავისი შეხედულებები აქვს სამართალსა და სამართლიანობაზე.

დასავლურმა მედიამ კი უცნაური ამბავი აღმოაჩინა. გადაწყვეტილების მიმღები სამი მოსამართლიდან ორი - იტალიელი და ეგვიპტელი - გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მცირე ხნით ადრე მოსკოვში იმყოფებოდნენ!

იტალიელი

და რით იმართლებს თავს იტალიელი მოსამართლე ჯულიო პალერმო? მართალია, ოფიციალურ ღონისძიებაზე ვიყავი მიწვეული და სპიკერიც გახლდით, მაგრამ ხარჯის მეტი არაფერი მქონია, საკუთარი ფულით ვიყავი მოსკოვში ჩასულიო. სპიკერობაშიც კაპიკი არ ამიღიაო.

მოკლედ იტირა.

ეგვიპტელი

ეგვიპტელი მოსამართლის კონტაქტები მოსკოვთან კიდევ უფრო ღრმაა. ის ბოლო 5 წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან და დადასტურებულად ცნობლია, რომ ბოლოს მოსკოვში იმ კონფერენციაზე იყო ჩასული, რომელზეც არკვევდნენ, სანქციების პირობებში როგორ უნდა ემოქმედათ რუსულ კომპანიებს საერთაშორისო სასამართლოებში...

თუმცა არბიტრაჟის გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს, რომ რუსები უმტკივნეულოდ დაბრუნდებიან მსოფლიო სპორტში.

ამ წუთის მდგომარეობით, შვიდმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს, თუკი იქ რუსებს დაინახავენ. ეს ქვეყნებია: ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ჩეხეთი, ლატვია, დანია, ავსტრია.

კიდევ ექვსმა ქვეყანამ მკვეთრად ნეგატიური განცხადებები გაავრცელა რუსების დაბრუნებასთან დაკავშირებით: კანადამ, უკრაინამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

და მხოლოლ ერთმა ქვეყანამ გამოხატა აღფრთოვანება რუსების დაბრუნების ცნობით: ბელარუსმა.

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთის დაშვებით უზარმაზარ ფინანსურ ზარალსაც მიიღებს. სპონსორების დიდმა ნაწილმა და პირველ რიგში მთავარმა სპონსორმა, ჩეხურმა ავტომწარმოებელმა შკოდამ, უკვე განააცხადეს, რომ არ იქნებიან იმ მატჩების სპონსორები, რომელთა მონაწილეც რუსეთი იქნება, რაკი ეს მათ იმიჯზე ნეგატიურად აისახება.

როგორც ჩანს, რუსეთის დაბრუნებამდე კიდევ არა ერთი სკანდალის მოწმეები გავხდებით. ერთი მათგანი კი სწორედ ამ დღეებში აგორდა: მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კანადამ რუსებს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა. სპორტული არბიტრაჟის იურისდიქცია კი კანადის სასაზღვრო სამსახურზე არ ვრცელდება.

გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი დარჯანია

რუსეთისასამართლოტურნირიჰოკეი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026