
10/29/2026
კვლევები და ექიმების რეკომენდაციები ხშირად გვარწმუნებს, რომ კივი C ვიტამინისა და იმუნიტეტის გაძლიერების შეუცვლელი წყაროა. თუმცა ბოლო დროს ამ ეგზოტიკური ხილის გარშემო აზრები მკვეთრად გაიყო.
სანამ საზოგადოების ნაწილი მას ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევს, სპეციალისტების გარკვეული ჯგუფი სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს და მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს.
კივის მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრ გაფრთხილებას აკეთებს ბიოგერონტოლოგი და ინტეგრაციული მედიცინის სპეციალისტი ჯაბა ტყემალაძე და აცხადებს, რომ ამ ხილმა შესაძლოა საჭმლის მომნელებელ სისტემასა და თირკმელებს სერიოზული ზიანი მიაყენოს...
"კივი ისე აქტიურად აჟანგებს ლორწოვან გარსებს, რომ გამოიყენება კანის პილინგისთვის. მისი მოხმარებისას განსაკუთრებით ღიზიანდება კუჭის ლორწოვანი გარსი. წიპწა კი თორმეტგოჯა ნაწლავს სერავს.
ეს ხილი
შეიცავს ტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ თირკმელებს. ის ასევე შეიცავს ბევრ ალერგენს და შეუძლია გააძლიეროს ალერგიული რეაქციები," - აფრთხილებს გამომწერებს ჯაბა ტყემალაძე.
გააზიარე სტატია