Logo

ტაბლოიდი

"შოკი გვქონდა... არადა, საუკეთესო კადრები, სწორედ იმ ღამითაა გადაღებული" - რა ხდებოდა ნეკა დოროყაშვილის კლიპის გადასაღებ მოედანზე

"შოკი გვქონდა... არადა, საუკეთესო კადრები, სწორედ იმ ღამითაა გადაღებული" - რა ხდებოდა ნეკა დოროყაშვილის კლიპის გადასაღებ მოედანზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ინფლუენსერი და მოდელი ნეკა დოროყაშვილი ამღერდა. 4 იანვარს იუთუბზე მისი პირველი სიმღერის პრემიერა შედგა. Lick Me! - ასე ჰქვია ნეკას სადებიუტო ნამუშევარს, რომლის ავტორიც თავად არის.

სიმღერა, რომლის არანჟირება ბორიკო შხიანმა გააკეთა, გიგა კუხიანიძის სტუდიაში ჩაიწერა. გიგა "ზმნასთან" ნეკაზე კომენტარს აკეთებს.

"მხიარული ჩაწერა გვქონდა. ნეკა უსაყვარლესი და თბილი ადამიანია. მისგან დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ. მისი სიმღერა გემრიელ, მეგობრულ გარემოში ჩავწერეთ. ბევრიც ვიხალისეთ. მინდა წარმატებები ვუსურვო".

რაც შეეხება კლიპს, ის ზურა ბურჯანაძემ გადაიღო, რომლის ობიექტივში ნეკა დოროყაშვილი პირველად არ მოხვედრილა. ფოტო-ვიდეოგრაფი ნეკას (და არა მხოლოდ მისი) თამამი ფოტოსესიების ავტორია. თუმცა მოდელის ახალმა შეთავაზებამ თავიდან დააფრთხო. დანარჩენს ზურა თავად უყვება "ზმნას"მკითხველს.

ზურა ბურჯანაძე

ზურა ბურჯანაძე: ნეკას რამდენიმე წელია ვიცნობ. სტანდარტული ფოტო-ვიდეო სესიები მუდმივად გვაქვს. ერთ დღესაც მითხრა, რომ სიმღერა ჩაწერა და უნდოდა კლიპის გადაღება, ეს კი მე შემომთავაზა. ამ ფაქტმა თავიდან ცოტა შემაშინა, რადგან მსგავსი ჟანრის კლიპზე, აქამდე არ მიმუშავია. რამდენიმე ვიდეორგოლი გადაღებული მაქვს, მაგრამ არა ასეთი მასშტაბური. მოკლედ, რატომაც არა-მეთქი და დავთანხმდი.

Your browser does not support the video tag.

კლიპი ბათუმსა და თბილისში, სულ 11 ლოკაციაზე გადავიღეთ. ამიტომაც მასზე მუშაობამ ერთი წელი წაიღო.

- როგორი აღმოჩნდა მომღერალ ნეკა დოროყაშვილის კლიპზე მუშაობა?

- ყველაფერი იმაზე უკეთ წარიმართა, ვიდრე მე და ნეკა ველოდით. გადასაღებ მოედანზე პოზიტიური გარემო გვქონდა, მუშაობა რომ კომფორტული ყოფილიყო. ერთ "ინციდენტს" გავიხსენებ; ღამის 4 საათი იყო. განათებების დაყენებაზე, კამერის რაკურსებზე, კოსტიმებზე, მეიქაფზე - მოკლედ, ხუთ საათიანი მოსამზადებელი სამუშაო შემდეგ, სეტი აიწყო, გავემზადეთ გადასაღებად და უცებ, ნეკამ გვითხრა, დღეს გადაღება არ იქნებაო! "ცოტა" შოკი გვქონდა!

- მიზეზი?

- გადაღლილობა. ყველა დაღლილი იყო, დილის ოთხ საათამდე ვემზადეთ. მაგრამ ყველამ შემოვუძახეთ, ხასიათზე მოვიყვანეთ და გადაღება გავაგრძელეთ. და გამოვტყდები, ჩემთვის ყველაზე საუკეთესო კადრები სწორედ იმ ღამითაა გადაღებული.

ნეკა დოროყაშვილი

- ასეთი მოულოდნელობა ან კაპრიზი სჩვევია?

- არა, არ არის კაპრიზული. ეს გადაღლილობისგან გამოწვეული ემოცია იყო.

- მომღერალი ნეკა პირველად გადაიღეთ, თვითონაც მუსიკალური კლიპის რეჟისორად პირველად სცადეთ ბედი. როგორ ააწყეთ ტანდემი?

- ეს სიმღერა რომ მომასმენინა, პირველი რაც ვუთხარი იყო - ნამდვილად შენ მღერი-მეთქი? ვოკალს ისე იცვლის, ისე შედის როლში სიმღერისას, რომ მართლა გაოცებული დავრჩი. გარდა ამისა, რომ ვუსმენდი, ქართველი თუ ასრულებდა, არც მეგონა. მისი საშემსრულებლო მანერა და ტონალობები რამდენიმე ჰოლივუდის ვარსკვლავის ნამღერსაც კი მივამსგავსე.

- მაგალითად ლედი გაგას?

- (იცინის) არ დავკონკრეტდები.

ნეკა დოროყაშვილი

- მის ეპატაჟურ იმიჯზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ამ სიმღერაში დიდი ემოცია და ენერგიაა ჩადებული. ის ძლიერ ქალზე მღერის, რა შეუძლია ძლიერ ქალს...

კლიპის ატვირთვა საკმაოდ სპონტანურად შედგა. ზოგადად, მეც და ნეკაც სპონტანური ადამიანები ვართ. ჩვეულებრივი სამუშაო დღე გვქონდა... და ნეკამ უცებ გადაწყვიტა - მოდი, დღეს გავაკეთოთ პრემიერაო და სპონტანურად ავტვირთეთ კლიპი იუთუბზე. ნამუშევარმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჯერჯერობით, ყველას შეუძლია ნახოს და გააზიაროს.

Your browser does not support the video tag.

- მერე?

- მერე დიდი გეგმები გვაქვს. ამაზე თვითონ ისაუბრებს, როცა გადაწყვეტს. თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ ნამუშევარი მალე ყველა მუსიკალურ პლათფორმაზე ჩაეშვება.

ნეკა დოროყაშვილი

- როგორ დაახასიათებთ ნეკას? ფართო მასებმა ის თავისი პირადი ცხოვრებით სკანდალურ ინფლუენსერად გაიცნო.

- დიახ, მასზე სხვა შეხედულება აქვთ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ნეკა ძალიან კარგი ადამიანია და სულაც არ არის ისეთი, როგორსაც მას მოიხსენიებენ კომენტარებში. რამდენიმე წელია მასთან ვმუშაობ და ერთ ნეგატიურ ისტორიასაც ვერ გავიხსენებ. უშუალო, კომფორტული და ძალზედ ადამიანურია. ჩვენ საქმის გარდა, მეგობრობა გვაკავშირებს. მასთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნება და გამოცდილებაა.

ვიდეო კლიპი

ავტორი: ლილიანა ფალიანი

01/06/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024