Logo

შაქარი თუ თაფლი? - რა რეალური განსხვავებაა მათ შორის და რას გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

შაქარი თუ თაფლი? - რა რეალური განსხვავებაა მათ შორის და რას გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

11/05/2026

ტექსტის ზომა

ბევრს დღემდე მიაჩნია, რომ თაფლი, სუფრის შაქრის ჯანსაღი და უსაფრთხო ალტერნატივაა... თუმცა თანამედროვე გაიდლაინები სულ სხვა სურათს აჩვენებს.
ნუტრიციოლოგი ხათუნა ბიბილაშვილი იმ ძირითად ბიოლოგიურ და მარკეტინგულ დეტალებზე საუბრობს, რომლებიც შაქარსა და თაფლს შორის განსხვავებასა და მათ ორგანიზმზე ზემოქმედებას ეხება.

ასვე დეტალურად განიხილავს, თუ რატომ აიგივებს წამყვანი ჯანდაცვის ორგანიზაციები თაფლს თავისუფალ შაქართან და როგორ ცდილობენ კომპანიები მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ეტიკეტებზე არსებული წარწერებით.

ხათუნა ბიბილაშვილი


„იცი შაქარსა და თაფლს შორის რა განსხვავებაა?


პირველი განსხვავება ის არის, რომ შაქარი შედგება გლუკოზისა და ფრუქტოზისაგან და შაქარი მირთმევის შემდეგ ორგანიზმში იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად. ანუ ჯერ უნდა ჭამო და მერე უნდა დაიშალოს. ხოლო თაფლში შაქრის უმეტესი ნაწილი უკვე დაშლილ მდგომარეობაშია გლუკოზად და ფრუქტოზად.

შაქარი

მეორე განსხვავება ის არის, რომ შაქარს ადამიანი ამზადებს, თაფლს კი ფუტკარი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თაფლი სუფრის შაქარივით არ მოქმედებს შენს ორგანიზმზე.

თაფლი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ამერიკის გულის ასოციაციამ, ევროპის სურსათის უვნებლობამ და სხვა ორგანიზაციებმა თაფლი გაიყვანეს თავისუფალი შაქრის კატეგორიაში (ისევე როგორც სუფრის შაქარი) და ზუსტად ისევე შეზღუდეს მისი მიღება გაიდლაინებით, როგორც შაქრის.

და იცი კომპანიები ეტიკეტზე როგორ გატყუებენ?
აწერია, რომ არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს. თუმცა აქვს თაფლი. და შენ ამ პროდუქტებს იმიტომ ყიდულობ, რომ აწერია რაფინირებული შაქრის გარეშე, თუმცა ის თაფლი ისევე მოქმედებს შენს ორგანიზმზე, როგორც შაქარი.
თუ შაქრის მიღება არ გინდათ, მაშინ თაფლიც არ უნდა ჭამოთ.

შაქარი

არ ვიცი ენდრიუ ჰიუბერმანი რას ამბობს, მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა ასე თქვეს, რომ პროდუქტებზე წარწერის გაკეთება რაფინირებული შაქრის გარეშე, მაშინ როცა თაფლი გაქვს შერეულიო, მომხმარებლის რაღაცნაირად შეცდომაში შეყვანას ნიშნავსო,“ - ამბობს ხათუნა ბიბილაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გლუკოზათაფლიფრუქტოზაშაქარიხათუნა ბიბილაშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026