
11/13/2026
თუ სახლის განახლებას, რემონტს ან საახალწლო სამზადისს გეგმავთ, შავი პარასკევის შეთავაზებების ხელიდან გაშვება არ ღირს.
"მიჰაუსში" შავი პარასკევის დღეები უკვე დაიწყო. მსგავსი შეთავაზებებით სარგებლობა განსაკუთრებით შედეგიანი მაშინაა, როცა წინასწარ იცით, რა გჭირდებათ და რამდენის დახარჯვას აპირებთ. ამიტომ დროა საყიდლების სია შეადგინოთ.
როგორ მოვასწროთ საჭირო ნივთების შეძენა და ბიუჯეტიც გონივრულად გავანაწილოთ? ქვემოთ შემოთავაზებული რამდენიმე მარტივი ნაბიჯი არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.

სანამ საყიდლებზე წახვალთ, ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი შეძენა ან გამოცვლაც გსურთ. შემდეგ სია პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეთ - რა გჭირდებათ აუცილებლად, რას გეგმავდით უახლოეს თვეებში და რისი შეძენა შეიძლება მხოლოდ დარჩენილი ბიუჯეტით.
მაგალითად, თუ სახლში გამათბობელი შესაცვლელია, ეს ხარჯი დეკორატიული ნივთების შეძენაზე წინ უნდა დააყენოთ. ხოლო თუ რემონტს იწყებთ, პირველ რიგში ძირითადი მასალების ღირებულება დაითვალეთ.
წინასწარ განსაზღვრეთ საერთო ბიუჯეტიც და მისი ნაწილი მიტანის, მონტაჟისა თუ დამატებითი აქსესუარებისთვის გაითვალისწინეთ.

თუ თქვენს სიაში შპალერი, ლამინატი ან კერამიკული ფილაა, მხოლოდ სასურველი ფერისა და დიზაინის შერჩევა საკმარისი არ არის. წინასწარ გაზომეთ სივრცე და საჭირო რაოდენობა ხელოსანთან ან კონსულტანტთან შეათანხმეთ. გაითვალისწინეთ მარაგი ჭრისა და დაგებისას შესაძლო დანაკარგისთვისაც. მისი მოცულობა მასალასა და სამუშაოს სირთულეზეა დამოკიდებული.
კაფელი, მეთლახი თუ კერამო გრანიტი კონკრეტული სივრცისა და გამოყენების პირობების მიხედვით შეარჩიეთ. შეამოწმეთ, განკუთვნილია თუ არა პროდუქტი კედლისთვის, იატაკისთვის ან გარე სივრცისთვის.
საჭირო რაოდენობის ერთიანად შეძენაც წინასწარ დაგეგმეთ. მოგვიანებით დამატებული სხვა პარტიის მასალა შესაძლოა ტონით განსხვავდებოდეს. ფასის შედარებისას კი დააკვირდით, შეფუთვაზე ღირებულება ერთეულზეა მითითებული თუ კვადრატულ მეტრზე.

აბაზანის ავეჯი, უნიტაზი და ხელსაბანი ერთმანეთთან ზომითაც უნდა თავსდებოდეს და არსებულ კომუნიკაციებსაც შეესაბამებოდეს. შეძენამდე ჩაიწერეთ სივრცის ზომები, შეამოწმეთ წყლისა და კანალიზაციის წერტილების მდებარეობა და გაითვალისწინეთ კარის თავისუფლად გაღებისთვის საჭირო ადგილიც.
დააზუსტეთ კომპლექტაცია - მოჰყვება თუ არა პროდუქტს შემრევი, სიფონი, სამაგრები ან სხვა საჭირო დეტალები. ასე თავიდანვე გეცოდინებათ, რა იქნება საბოლოო ხარჯი და დამატებით რისი შეძენა დაგჭირდებათ.

სწორად შერჩეული განათება ოთახის განახლების ერთ-ერთი მარტივი გზაა. არჩევანისას დიზაინთან ერთად გაითვალისწინეთ სანათის ზომა, ნათების ფერი და ის, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სივრცეს. თუ მხოლოდ ნათურებს ცვლით, წინასწარ შეამოწმეთ მათი ცოკოლის ტიპიც.
თუ შესაძენი გაქვთ გათბობის სისტემა ან ცალკეული გამათბობელი, არჩევანი ფართობის, მონტაჟის პირობებისა და მოხმარების გათვალისწინებით გააკეთეთ. ტექნიკა კი შეადარეთ იმ ფუნქციებით, რომლებსაც ყოველდღიურად გამოიყენებთ. შეამოწმეთ ზომები, ენერგომოხმარების მონაცემები, გარანტია და მომსახურების პირობები.

შავი პარასკევის საყიდლების სია შეიძლება იმ ინსტრუმენტებითაც შეავსოთ, რომელთა შეძენას დიდი ხანია გეგმავთ. დაფიქრდით, რა სამუშაოს შესრულება გიწევთ სახლში და რომელი ხელსაწყოები გჭირდებათ ამისთვის.
კომპლექტის არჩევისას შეაფასეთ მისი შემადგენლობა და ის, გამოიყენებთ თუ არა ყველა დეტალს. ელექტროინსტრუმენტის შემთხვევაში კი გადაამოწმეთ, შედის თუ არა ფასში აკუმულატორი, დამტენი და სამუშაოდ საჭირო აქსესუარები.

ნაძვის ხე და ნაძვის ხის სათამაშოები ყველაზე სასიამოვნო და ემოციური შენაძენია. თუმცა მათი შერჩევაც უფრო მარტივია, თუ წინასწარ იცით, სად მოათავსებთ ხეს და რა ფერებში გსურთ გაფორმება. ჯერ არსებული დეკორაციები გადაათვალიერეთ, შესაძლოა, განახლებისთვის მხოლოდ რამდენიმე ახალი დეტალი გჭირდებოდეთ.
თუ სტუმრების მიღებას გეგმავთ, ხომ არ გაკლიათ ჭურჭელი. ხოლო თუ თქვენს სიაში ბაღის ავეჯია, წინასწარ გაზომეთ აივანი, ტერასა ან ეზოს შესაბამისი ნაწილი და ავეჯის შენახვის პირობებზეც დაფიქრდით.
შავი პარასკევის საყიდლების დაგეგმვისას მთავარი ორიენტირი თქვენი საჭიროებებია. „მიჰაუსში“ ვიზიტამდე მოამზადეთ სია, ზომები და ბიუჯეტი, ადგილზე კი გადაამოწმეთ შერჩეული პროდუქტის ფასი, კომპლექტაცია და აქციის პირობები.
ასე შეძენილი ნივთები თქვენს გეგმებსაც მოერგება და ხარჯების კონტროლიც გაგიადვილდებათ.
გააზიარე სტატია