Logo

შავი პარასკევის მეგზური - რა უნდა მოვძებნოთ "მიჰაუსის" თაროებზე პირველ რიგში

შავი პარასკევის მეგზური - რა უნდა მოვძებნოთ "მიჰაუსის" თაროებზე პირველ რიგში

11/19/2026

ტექსტის ზომა

სახლში ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რის შეცვლასაც ვაპირებთ, თუმცა შესაფერის მომენტს ველოდებით.

ოთახში განათება არ გვყოფნის, აბაზანაში ნივთები აღარ ეტევა, ზამთრისთვის დამატებითი გამათბობელი გვჭირდება…

ამასობაში საახალწლო სამზადისიც ახლოვდება და საყიდლების სია კიდევ უფრო იზრდება.

მიჰაუსი

შავი პარასკევის დროს არჩევანში გარკვევა უფრო მარტივია, თუ ვიცით, რომელ განყოფილებას რატომ უნდა მივაკითხოთ.

თუ თქვენი მარშრუტი „მიჰაუსია“, ეს მეგზური დაგეხმარებათ, თაროებს შორის პირველ რიგში ის მოძებნოთ, რაც სახლს ყველაზე მეტად სჭირდება.

გამათბობელი

პირველი გაჩერება - ის, რისი გადადებაც ზამთრამდე აღარ ღირს

ცივი დღეები სწრაფად გვახსენებს, რამდენად გამართულია სახლში გათბობის სისტემა. ამიტომ, თუ რომელიმე ოთახი სათანადოდ ვერ თბება ან არსებული მოწყობილობის შეცვლას აპირებთ, ძიება ამ განყოფილებიდან დაიწყეთ.

გამათბობელი ოთახის ფართობის, გამოყენების სიხშირისა და უსაფრთხოების ფუნქციების გათვალისწინებით შეარჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ სიმძლავრესა და ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობასაც, მოწყობილობა ყოველდღიურ საჭიროებას უნდა მოერგოს.

შემდეგ განათების განყოფილებას მიაკითხეთ. დაფიქრდით, სად გაკლიათ სინათლე ყველაზე მეტად: სამუშაო მაგიდასთან, სამზარეულოს ზედაპირზე თუ საწოლთან? ასე უფრო ადვილად მიხვდებით, დამატებითი სანათი გჭირდებათ თუ ძირითადი განათება გაქვთ შესაცვლელი.

ნათურის არჩევისას კი სიმძლავრესთან ერთად ფერის ტემპერატურაც გაითვალისწინეთ.

სარემონტო

მეორე გაჩერება - მასალები რემონტისთვის, რომელსაც ნამდვილად იწყებთ

თუ რემონტი უკვე დაგეგმილია, მოსაპირკეთებელი მასალების განყოფილებაში ჩამოყალიბებული წარმოდგენითა და კონკრეტული ზომებითა შედით.

შპალერი და ლამინატი ცალ-ცალკე შეიძლება მოგეწონოთ, თუმცა საბოლოოდ ერთ სივრცეში უნდა შეუხამდეს ერთმანეთს, კარებსა და ავეჯს.

შპალერის შემთხვევაში გაითვალისწინეთ კედლის მდგომარეობა, ნახატის დამთხვევა და მოვლის წესი.

ლამინატის არჩევისას კი გაარკვიეთ, რამდენად შეესაბამება კონკრეტული მოდელი იმ ოთახის დატვირთვასა და ტენიანობის პირობებს, სადაც მის დაგებას აპირებთ.

თუ თქვენს სიაში კერამიკული ფილა შედის, თავიდანვე განსაზღვრეთ მისი დანიშნულება. კედლისთვის კაფელი გჭირდებათ, იატაკისთვის მეთლახი, თუ კერამო გრანიტი უფრო დატვირთული სივრცისთვის?

შეამოწმეთ კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები, მათ შორის ზედაპირის სრიალისადმი მდგრადობა და გამოყენების ადგილი. რაოდენობის გამოთვლისას ჭრისა და განლაგებისთვის საჭირო მარაგიც გაითვალისწინეთ. მისი მოცულობა ხელოსანთან შეათანხმეთ.

აბაზანა

მესამე გაჩერება - აბაზანა, სადაც ყველაფერი თავის ადგილას უნდა იყოს

აბაზანის განახლებისას ყველაზე სასარგებლო შენაძენი ხშირად ისაა, რომელიც ყოველდღიურ მოუხერხებლობას აგვარებს. მაგალითად, სწორად შერჩეული აბაზანის ავეჯი პირსახოცების, კოსმეტიკისა და საწმენდი საშუალებების დასალაგებლად დამატებით ადგილს ქმნის. შეძენამდე გაზომეთ თავისუფალი სივრცე და გაითვალისწინეთ კარისა თუ უჯრების გასახსნელად საჭირო ადგილიც.

ხელსაბანი ავეჯთან და კომუნიკაციების განლაგებასთან უნდა იყოს თავსებადი.

თუ შესაცვლელია უნიტაზი, დიზაინთან ერთად მონტაჟის ტიპი, ზომები და არსებული გაყვანილობის შესაბამისობა გადაამოწმეთ.

ამ განყოფილებაში ზუსტი ზომები და აბაზანის ფოტო არჩევანს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

მიჰაუსი

მეოთხე გაჩერება - ნივთები, რომლებსაც ხშირად გამოიყენებთ ინსტრუმენტების განყოფილებაში დაფიქრდით, სახლში რომელი საქმისთვის გიწევთ მუდმივად ხელსაწყოს თხოვება.

თაროს დამაგრება, ავეჯის აწყობა თუ მცირე შეკეთება უფრო მარტივია, როცა საჭირო ხელსაწყოები ხელთ გაქვთ.

ჯერ ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი ნივთები შეარჩიეთ: საზომი რულეტი, სახრახნისების ნაკრები, ჩაქუჩი ან თქვენი სამუშაოებისთვის შესაფერისი ელექტროინსტრუმენტი.

იგივე მიდგომა გამოგადგებათ, თუ თქვენს სიაში ტექნიკა შედის. გაიხსენეთ, რომელ მოწყობილობას იყენებთ ყოველდღე და რა გაწუხებთ არსებულ მოდელში.

ახალი ნივთის ზომა, ფუნქციები და მოვლის პირობები სწორედ ამ გამოცდილებას შეუდარეთ.

მიჰაუსი

მეხუთე გაჩერება - სუფრა, ნაძვის ხე და სადღესასწაულო განწყობა საახალწლო განყოფილებამდე მისვლამდე სახლში შენახულ დეკორაციებს გადახედეთ.

შესაძლოა, ახალი ნაძვის ხე გჭირდებათ, ან არსებულს მხოლოდ განათება და რამდენიმე დეტალი აკლია. ნაძვის ხის სათამაშო საერთო ფერების გათვალისწინებით შეარჩიეთ. ასე ძველი და ახალი დეკორაციები ერთმანეთს ადვილად შეუხამდება. თავად ნაძვის ხის შეძენისას კი სიმაღლესთან ერთად სიგანე და შესანახად საჭირო სივრცეც გაითვალისწინეთ.

ჭურჭელი

ჭურჭლის განყოფილებაში მოძებნეთ ის, რაც სუფრაზე გაკლიათ - დიდი თეფში, სასალათე, ჭიქები ან გამოსაცხობი ფორმა.

თუ აივნისა და ეზოს განახლებასაც გეგმავთ, ბაღის ავეჯი სივრცის ზომისა და შენახვის პირობების მიხედვით შეარჩიეთ.

„მიჰაუსის“ თაროებთან თქვენი პირველი გაჩერება სახლის ყველაზე გადაუდებელმა საჭიროებამ უნდა განსაზღვროს.
ასე შავი პარასკევის შენაძენი, თავის ადგილს მარტივად იპოვის დაგეგმილ რემონტსა თუ საახალწლო სუფრასთან.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბრენდებიგარანტიამასალებიმიჰაუსიხარისხი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026