Logo

"შეიძლება მაგარი ქალაქი იყოს, მაგრამ თუ დაისტრესე..." - ილია თოფურია თბილისის საცობებზე

"შეიძლება მაგარი ქალაქი იყოს, მაგრამ თუ დაისტრესე..." - ილია თოფურია თბილისის საცობებზე

11/17/2026

ტექსტის ზომა

ილია თოფურია UFC-ის „თეთრი სახლის“ ღონისძიების შემდეგ, სამშობლოს თვეზე მეტი ხნით სტუმრობდა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რამაც თბილისში ყველაზე მეტად დასტრესა. ეს არის საცობები.

“მსოფლიოში სად არ ვყოფილვარ და ასეთი საცობები არ მინახავს არასდროს. სტრესული პროცესია, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება გიწევს. ადგილზე რომ მიხვალ, რაღაც პასუხისმგებლობები გაქვს, რაღაცა უნდა გააკეთო, რაღაცა უნდა შეასრულო, მაგრამ ცალკე ის, რომ საცობში უნდა იდგე... მაგრამ ამავდროულად არც მინდა, რომ ბევრი რაღაც ვთქვა იმიტომ, რომ რეალურად არ ვარ ამ სისტემაში, არ ვცხოვრობ აქ და ბევრი რაღაც არ მესმის. რა თქმა უნდა, ყოველთვის თუ გინდა, რომ რაღაცა უარყოფითი ნახო, ყოველთვის დაინახავ, მაგრამ პირადად მე, რასაც აუცილებლად შევცვლიდი - საცობებია; იმისთვის, რომ მოქალაქეების ენერგია და დრო დაიზოგოს.

ზოგადად თბილისში მიმდინარე ძალიან ბევრი მშენებლობა იმაზე მიუთითებს, რომ უფრო მეტი მანქანაც იქნება, უფრო მეტი საცობიც და ანუ დიდი სიამოვნებით გადავხედავდი თვითონ ქალაქის პროექტს, როგორ აქვთ ეს ყველაფერი დაპროგრამებული იმისთვის, რომ დავუშვათ, დღეს, 2026 წელში ვართ, მაგრამ 2030 წელს რა გვექნება და როგორ განვითარდება ეს მთლიანი ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ილია თოფურიამ.

ილია თოფურია

ქართველმა მებრძოლმა თბილისის მოძრაობა ესპანურსაც შეადარა და იმ უპირატესობებს გაუსვა ხაზი, რომელსაც დასავლეთ ევროპაში ვხვდებით:

“თბილისს ისეთი პრობლემა აქვს, რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა გინდოდეს წასვლა, ქალაქში უნდა გაიარო; გარედან არ აქვს ავტობანის მთლიანი სისტემა. დავუშვათ, როგორც ესპანეთშია - ავტობანის სისტემას ქალაქის ყველა პუნქტში თავისი შესასვლელები აქვს და ასე ანაწილებენ მანქანების მოძრაობას. ამის ნახვა იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო, თორემ ისე ხომ იცი, ქალაქი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, ყველაფერი ძალიან მაგარი გქონდეს, მაგრამ თუ დაისტრესე, რა ვიცი”, - აღნიშნა UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე დაბრუნებას 2027 წლის გაზაფხულისთვის აპირებს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026