Logo

შეიძლება თუ არა დაბანა ინფექციური დაავადების დროს?

შეიძლება თუ არა დაბანა ინფექციური დაავადების დროს?

08/27/2026

ტექსტის ზომა

დაბანასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი მცდარი წარმოდგენა არსებობს. განსაკუთრებით გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ ავადმყოფობისას წყალი კანს „აღიზიანებს“ ან მდგომარეობას ამძიმებს.


სინამდვილეში კი, ჰიგიენის დაცვა ხშირად სწორედ გართულებების თავიდან აცილებისთვისაა მნიშვნელოვანი. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რატომ არ არის დაბანა აკრძალული და რა წესები უნდა დავიცვათ ამ დროს.

"არ არსებობს ისეთი ინფექციური დაავადება (და ზოგადად გამონაყარი), რომლის დროსაც დაბანა არ შეიძლება.

არადა, პაციენტებისგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა.

დაბანა შეიძლება და პირიქით, აუცილებელია!!!

დაბანა აუცილებელი თუნდაც მეორადი, ანუ თანდართული ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

უბრალოდ:

  • დაბანა რეკომენდებულია თბილი (და არა ძალიან ცხელი) წყლით;
  • გამოვიყენოთ ჰიპოალერგიული, ნაზი დასაბანი გელი;
  • გავიმშრალოთ პირსახოცის შეხებით და არა კანის გახეხვით;
  • ყოველ დაბანაზე გამოვიყენოთ გარეცხილი (ანუ მანამდე გამოუყენებელი) პირსახოცი," - გვირჩევს ინფექციონისტი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დაბანაინფექციაინფექციონისტიმაია ბუწაშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026