Logo

შესაძლებელია თუ არა მენსტრუაციის დროს დაორსულება? - თათია ტუღუში განმარტავს

შესაძლებელია თუ არა მენსტრუაციის დროს დაორსულება? - თათია ტუღუში განმარტავს

10/22/2026

ტექსტის ზომა

მენსტრუაციის დროს დაორსულება გამორიცხულია! - ეს გავრცელებული წარმოდგენა ხშირად დაუცველი სქესობრივი კავშირის საფუძველი ხდება.
რატომ არ უნდა მივიჩნიოთ მენსტრუაცია ორსულობისგან დაცვის საშუალებად და რა უნდა ვიცოდეთ ამ პერიოდში სქესობრივი ცხოვრების შესახებ? ამ საკითხებზე გინეკოლოგმა თათია ტუღუშმა სალომე კასრაძის პოდკასტში ისაუბრა.

გინეკოლოგი განმარტავს, რომ მენსტრუაციული ციკლი ქალს დაორსულებისგან არ იცავს და პირიქით, ამ დროს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების განვითარების რისკი ბევრად მაღალია.

"პირადად მე, როგორც გინეკოლოგს, მიმაჩნია, რომ მენსტრუაციის დროს სქესობრივი ცხოვრება არაჰიგიენურია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანების გადასაწყვეტია.

ამ დროს მაღალია აივ-ის, ჰეპატიტისა და სხვა ვირუსული ინფექციების გადაცემის რისკი, რადგან სისხლთან გვაქვს კავშირი. ზოგს ჰგონია, რომ მენსტრუაციის დროს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გადაცემის ნაკლები შანსია. ასე არ არის, გადაცემა ამ დროსაც შესაძლებელია.

აქ ორსულობისგან დაცვაზეც უნდა ვილაპარაკოთ.
ზოგს ჰგონია, რომ მენსტრუაციის დროს დაორსულება გამორიცხულია. ასე არ არის. მაგალითად, ქალს, რომელსაც მოკლე, 21-დღიანი ციკლი აქვს, ოვულაცია შესაძლოა მეცხრე-მეათე დღეს ჰქონდეს, ზოგ შემთხვევაში მერვე დღესაც. სპერმატოზოიდს კი ქალის ორგანიზმში ხუთ დღემდეც შეუძლია სიცოცხლე და კვერცხუჯრედს დაელოდება. ამიტომ მენსტრუაციის დროს დაუცველ სქესობრივ კავშირს შეიძლება ორსულობა მოჰყვეს.

მოკლედ, ამის იმედზე არც 21-დღიანი ციკლის მქონე ქალები იყოთ და არც 28-დღიანის.

დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ზუსტად არავინ იცის, როდის მოხდება ოვულაცია. რატომ უნდა დავდოთ სასწორზე ასეთი რამ?" - ამბობს გინეკოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გინეკოლოგითათია ტუღუშიმენსტრუაციაორსულობა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026