Logo

"შენ გენაცვალე, ძია" - ვინაა მაშველი, რომელმაც პატარა თაია გადაარჩინა

"შენ გენაცვალე, ძია" - ვინაა მაშველი, რომელმაც პატარა თაია გადაარჩინა

11/20/2026

ტექსტის ზომა

გუშინდელი მძიმე და ემოციური დღის ერთადერთი ბედნიერი მომენტი ფონიჭალის ტრაგედიის ადგილზე, ნანგრევებიდან 3 წლის თაიას ამოყვანის წუთები იყო.


დღის გმირები კი მაშველები გაგა გიგაშვილი და ბექა დაუდაშვილი გახდნენ.

მაშველები


"შენ გენაცვალე, ძია," - ამ სიტყვების ავტორმა გუშინ მთელი საქართველო სიხარულის ცრემლებით აატირა.

ეს მაშველი გაგა გიგაშვილია. ის 14 წელია ადამიანების სამსახურშია და მათ გადარჩენას ცდილობს. ადამიანების დახმარება მისი მიზანი ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა.
თაიას გადარჩენა დღევანდელი დღის ყველაზე მძიმე და ამავდროულად ყველაზე იმედისმომცემი ეპიზოდია, თუმცა გაგას ანგარიშზე არაერთი რთული და ემოციური ოპერაციაა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის შვიდსაათიანი ძებნა რთულ ამინდში, რომელსაც მაშველი წლების შემდეგაც დიდი ემოციით იხსენებდა.

„ბავშვობიდან მინდოდა კეთილი საქმე მეკეთებინა და ადამიანებს დავხმარებოდი, რის გამოც ავირჩიე ეს პროფესია და უკვე 14 წელია ამ პროფესიას ვემსახურები.
ამ წლების განმავლობაში ბევრ რთულ და ემოციურ ღონისძიებებში მიმიღია მონაწილეობა და განსაკუთრებით ერთ შემთხვევას გამოვყოფდი.

შემოვიდა შეტყობინება მცირეწლოვანი ბავშვის დაკარგვის შესახებ. ჯგუფი, რა თქმა უნდა, მყისიერად გავედით კონკრეტულ გამოძახებაზე და ჩავერთეთ სამძებრო სამუშაოებში. ამ ყველაფერს ართულებდა რთული მეტეოროლოგიური პირობები, მაგრამ 7-საათიანი უწყვეტი სამაშველო ღონისძიების შემდეგ ეს ბავშვი ცოცხალი და უვნებელი ვიპოვეთ. როდესაც პატარასთან მივედით, შეშინებული ისე გადაგვეხვია და ჩაგვეხუტა, რომ ცრემლიც კი მომადგა თვალზე... და ხელი აღარც გაუშვია, ასე რომ ვთქვათ.

ამ სამსახურში მუშაობა ჩემთვის არის დიდი პატივი, ვიმსახურო ისეთ ადამიანებთან ერთად, ისეთ გუნდთან ერთად, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი საფრთხის და სირთულის მიუხედავად, გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე. მე ამაყი ვარ, რომ ვატარებ ამ ფორმას და ეს მაძლევს ძალას, ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას," - ამბობს მაშველი ვიდეოში, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაიწერა და სოციალურ ქსელებში, ფონიჭალის ტრაგედიის შემდეგ გავრცელდა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გაგა გიგაშვილითაიამაშველიფონიჭალის ტრაგედია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026