
11/06/2026
"მოეშვით, ადამიანებო, იკაიფეთ ცხოვრებით" - ეს ფრაზა ავთანდილ ცქვიტინიძეს ეკუთვნის. დიზაინერი ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას გვირჩევს და "მადისაღმძვრელ პოდკასტში" თავის დილის რუტინაზე და იმ ტექნიკაზე ჰყვება, რაც მას მშვიდად ცხოვრებაში დაეხმარა.
ავთანდილ ცქვიტინიძე: დილით ოთახის ტემპერატურის წყალს ვსვამ, ლიმნით. შემდეგ ვვარჯიშობ ჯერ წონებით, შემდეგ ძუნძული, შემდეგ ვსვამ ყავას. მერე ერთი ღერი მავნე სიგარეტი და სამსახური.
- ავთო, გავშალოთ თქვენი ფრაზა - მოეშვით და იკაიფეთ ცხოვრებით...
- ნებისმიერი მოცემულობა - დროებითია. მთლიანობაში თუ შეხვედავთ და ჩავრთავთ გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ მოცემულობას და ტვინს მთლიანად დავანაგვიანებთ, საოცარი შფოთვა დაგვეწყება. შემდეგ ეს გვღლის და უძლური ვხდებით იმ ქმედებისთვის, რაც სინამდვილეში გვინდა.
მე მიშველა ტექნიკამ, როცა ვწერდი ჩემს მოცემულობას. ადრე პრობლემას რასაც ვეძახდი, ახლა მას მოცემულობა დავარქვი, რადგან სიტყვა "პრობლემა" ამოვაგდე ლექსიკონიდან.
ჩემს მოცემულობას სამ სავარაუდო პასუხს (გამოსავალს) ვუწერდი. მეორე დღეს ვნახულობდი და რაც იმ მომენტში მჭირდებოდა, იმის მოგვარებას ვიწყებდი. თუ სერიოზული დრამატურგია არ ხდება ცხოვრებაში - ან ჯანმრთლეობასთან ან ახლობლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მოცემულობა შეგიძლია დაყო, დაანაწილო, მოეშვა და დაიწყო ცხოვრებით კაიფი. კაიფი თუნდაც იმით, დილით როცა ადგები, თუ მზეა, მის სხივს შეხედო და ყავა ისე დალიო, ენერგია ნეგატივიდან დადებითზე მომართო.
ჩვენ მიდრეკილი ვართ უარყოფით ემოციებზე. უფრო მეტი ცუდი გვახსოვს, ვიდრე - კარგი. ვთქვათ, სოციალურ პლათფორმაზე ასი კარგი კომენტარია და ერთია ცუდი. მაინცდამაინც ის ცუდი გახსოვს. შენზე მოქმედებს ადამიანი, რომელიც არ გიცნობს, თავის ვერსიას შენთან დაკავშირებით ისე აჟღერებს, რომ ეს მასაც ფეხებზე ჰკიდია. ამას დაწერს, გაივლის და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. და ამ დროს შენ თუ ეს მიიღე, მისი მისია შესრულებულია, შენ კიდე საკმაოდ დიდი დოზით გაგყვება ეს ნეგატივი. ამ ტიპის ნაგავი ტვინიდან უნდა ამოაგდო, მოეშვა და იკაიფო.

- სოციალური ქსელის ნეგატივს როგორ უმკლავდებით?
- მე ხომ "ტელევიზორის ბიჭი" ვარ, იმ დროს გავიზარდე, როცა მხოლოდ ტელევიზია იყო და საზოგადოების კომენტარებს ვერ ვკითხულობდი, არ არსებობდა.
ათი წლის წინ, ფეისბუქზე, რაღაც განხილვაში შევედი... რომ გადაგივლიან და რომ ხვდები - ის საყვარელი, ყველასათვის მისაღები, საპატივცემულო ავთო, უცებ ვიღაცებმა წალეკეს! აი, შოკი დამემართა და ფეისბუქი გავაუქმე. აღარც ფასვორდი მახსოვს, არც არაფერი.
გააზიარე სტატია