Logo

"შოთიკოს შემდეგ, მე და ბუკას სიკვდილის აღარ გვეშინია" - ეკა მიშველაძე

"შოთიკოს შემდეგ, მე და ბუკას სიკვდილის აღარ გვეშინია" - ეკა მიშველაძე

11/19/2026

ტექსტის ზომა

"აღარაფრის აღარ გვეშინია. სიკვდილის აღარ გვეშინია. ბევრი რამ გადავაფასეთ" - ამბობს ეკა მიშველაძე "სხვა ნანუკასთან" და იხსენებს 18 წლის გერს, შოთიკო პეტრიაშვილს, რომელიც ორი წლის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის მაღალი სართულიდან გადავარდა...

ეკა მიშველაძე: ყველაფერი სხვანაირად დავინახე, ამ ამბავმა ყველაფერი შეცვალა. ყველაზე მთავარი კითხვა არის - რატომ? (რატომ მოხდა ეს) რომელსაც პასუხი არ აქვს. ოჯახში სულ ამ კითხვას ვსვამთ. სამწუხაროდ, ეს მოხდა...

ეს არის მოუნელებელი ტკივილი. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ დრო რაიმეს კურნავს. პირიქით - რაც დრო გადის, მით უფრო რთულია. დიდია მონატრება.

შოთიკო იყო არაჩვეულებრივი ბავშვი. ყველაფრით შემკული, საოცარი ბიჭი. ნიჭიერი, ლაღი, მხიარული.

ბევრი რამ გადავაფასეთ. მივხვდი, რომ არაფერი არაფრად არ ღირს. მართლა ყოველი დღე ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს უკანასკნელია. ეს მართლა ასე ყოფილა. მივხვდი, რომ არაფერზე არ უნდა დახარჯო ნერვები.

ბუკა პეტრიაშვილი

მართლა არაფერი არაფრად არ ღირს!

ეს ყველაფერი ამაოა...

მე ვიცი ნერვიულობა, ღელვა, ცოტა პანიკაც. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც პრობლემებს ისე გაატარებდა. შოთიკოს შემდეგ ყველაფერზე ვამბობ, რა მოხდა, არა უშავს. და მართლაც არა უშავს. უბედურება არის ეგ. სხვა დანარჩენს მოევლება. პრობლემების გადაწყვეტაც სხვანაირად დავიწყე. აღარაფრის მეშინია. სიკვდილის არც მე, არც ბუკას აღარ ეშინია. თუ შოთიკო წავიდა, გამოდის, სიკვდილი ნაბიჯია, გადასვლაა, გარდასახვაა...

ბუკა პეტრიაშვილი

ბუკა ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. მე ბუკა მიყვარს, ძალიან მომწონს და მისით მართლა აღფრთოვანებული ვარ. ამ ფაქტით მეგონა, ყველაფერი დამთვარდა-მეთქი და ბევრი რამ, მართლაც დამთავრდა. ჩვენი ბედნიერება დამთავრდა. ძველებურად ლაღები, ვერასდროს ვიქნებით. მაგრამ მისი შვილებისადმი სიყვარული, შოთიკოსადმი სიყვარული დავინახე, როცა ის დღეს დგას ფეხზე, მყარად და აგრძელებს ცხოვრებას.

ეკა მიშველაძე

ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენ სულ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ჩვენ ყველაფერში ერთად ვართ. ეს ყოფილა ბედნიერება. მე ვამბობ, ის არის ჩემი ნაწილი, ჩემი ნახევარი... იმედი მაქვს და მინდა, რომ კიდევ ბევრი წელი გავიაროთ ერთად.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026