
10/22/2026
თანამედროვე ცხოვრებაში შფოთვა და მომეტებული შიშის ემოცია მრავალი ადამიანისთვის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა, სად გადის ზღვარი ემოციურ დისკომფორტსა და მძიმე ფსიქიატრიულ დარღვევებს შორის და როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩარევა?
ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი ამბობს, რომ შფოთვა, ფორმალურად ფსიქიატრიული დიაგნოზია, თუმცა ის მძიმე დარღვევად არ მიიჩნევა.
"შფოთვითი აშლილობა ფორმალურად ფსიქიატრიული დიაგნოზია.
შფოთვა, მომეტებული შიშის ემოციაა, უობიექტო შიშის ემოცია, რომელიც ადამიანს აწვალებს და უმწარებს ცხოვრებას, მაგრამ მძიმე დარღვევად ეს არ ითვლება ფსიქიატრიაში.
ეს არ არის შიზოფრენია, ეს არ არის აუტიზმი, არ არის ჭკუასუსტობა, შემასუსტებელი მდგომარეობა.
მძიმე დარღვევად ის არ ითვლება, მაგრამ შემაწუხებელი მდგომარეობაა, შემაწუხებელი ემოცია, ხანდახან თავისთაც გადის ზოგჯერ ყოველგვარი ფსიქოთერაპევტის და ექიმის ჩარევის გარეშე," - ამბობს ფსიქიატრი.
გააზიარე სტატია