
11/23/2026
წონის კლების პროცესის დაწყებისას, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია მკაცრი შეზღუდვები და საყვარელ დესერტებზე სრული უარის თქმა.
სინამდვილეში, ტკბილეულის სრულმა აკრძალვამ ხშირად შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი, ემოციური გადაღლა და საბოლოოდ კვების რეჟიმის დარღვევა.
სწორად შერჩეული და დაბალანსებული ალტერნატივები კი გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ შაქრის მკვეთრი მოთხოვნილება და კვების პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო და მდგრადი გავხადოთ.
როგორ უნდა დავიკმაყოფილოთ ტკბილის სურვილი ისე, რომ ზედმეტი კალორიები არ მივიღოთ და ორგანიზმსაც სასარგებლო ნივთიერებები მივაწოდოთ?

კვების კონსულტანტი ნინო სოსელია, რომელსაც წონის კორექციის მიმართულებით უკვე 10-წლიანი გამოცდილება აქვს, გვიზიარებს იმ 7 ტკბილეულის ჩამონათვალს, რომელთა მირთმევაც წონის კლების დროს სრულიად უსაფრთხოა.
„შვიდი ტკბილეული, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ წონის კლების დროს.
დიახ, ნამდვილად არსებობს პროდუქტები - ტკბილეული, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ წონის კლების დროს.

პირველი - ეს არის შავი შოკოლადი, 80-90%-ის კაკაოს შემადგენლობით. ორი-სამი ნატეხი შეგიძლიათ მიიღოთ საუზმის დროს.

მეორე ტკბილეული - ეს არის კენკრა: მარწყვი, მოცვი, ჟოლო. ისინი ნაკლებ შაქარს შეიცავენ და მეტ უჯრედისს შეიცავენ, ასე რომ, შეგიძლიათ 200 გრამი დღეში თავისუფლად მიიღოთ.

მესამე ტკბილეული - ეს არის გამომშრალი ვაშლი დარიჩინით. ის ძალიან გემრიელია და ასევე, რა თქმა უნდა, შეიცავს ბოჭკოს.

მეოთხე ტკბილეული - ეს არის ორი-სამი ცალი ფინიკი, მეტი არა.

მეხუთე ტკბილეული - ეს არის ხაჭოს დესერტი კაკაოთი, ანუ ხაჭოს დამატებული კაკაო. შოკოლადის მუსის კონსისტენციის გამოდის და არის სრულფასოვანი ცილა.

მეექვსე ტკბილეული - ეს არის ცილოვანი ბატონები, ოღონდ აუცილებლად დააკვირდით შემადგენლობას. მასში უნდა იყოს მეტი ცილა და ნაკლები ნახშირწყალი.

მეშვიდე ტკბილეული - ეს არის დესერტი ჟელე, რძის პროდუქტისა და ხილის შემადგენლობით. ეს არის ცილოვანი და ასევე შეიცავს კოლაგენს.
ჩემი მომხმარებლები იღებენ ამ ტკბილეულს და შესანიშნავად იკლებენ წონაში. ისინი ამით იკმაყოფილებენ ტკბილის მოთხოვნილებას ზედმეტი კალორიის გარეშე,“ - გვირჩევს კვების კონსულტანტი.
გააზიარე სტატია