
11/13/2026
გიორგი გიგაშვილი 26 წლის გახდა. მუსიკოსმა და მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, დაბადების დღე, სცენაზე გაატარა. მან გუშინ კონცერტი გამართა. საღამო, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზედ თბილი და ემოციური გამოვიდა. იუბილარმა დაუკრა, იმღერა. კოლეგებისგან მუსიკალური მილოცვები მიიღო...
"გიგაშამ" კლასიკასთან ერთად ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.
როდესაც სცენაზე ნიკოლოზ რაჭველი ავიდა, მან დამსწრე პუბლიკას მოუბოდიშა, ახლა შეიძლება ცუდად დავუკრავ, რადგანაც იმდენი ტაში ვუკარი, ხელები მტკივაო. შემდეგ კი მაესტრომ მოჰყვა.
ნიკოლოზ რაჭველი: მე სანამ უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდოდი, სამ ქვეყანაშიც თითო დღით მომიწია ყოფნამ. გერმანიაში, საფრანგეთსა და ავტრიაში გახლდით. ერთი ჩვევა მაქვს, სადაც ჩავდივარ, იმ ქალაქების დიდი ფილარმონიული დარბაზებიდან სეზონის მუსიკალური პროგრამის ბუკლეტები მომაქვს, სადაც მთელი წლის კონცერტებია გაწერილი, სიმფონიური ორკესტრების, მსოფლიო რანგის შემსრულებლების... ახლა, ეს ბუკლეტები რომ წამოვიღე, სიამაყით თვალცრემლიანი ვიყავი; რა ქვეყანაშიც არ უნდა ჩახვიდეთ, რომელი საკონცერტო დარბაზის სეზონის ბუკლეტი უნდა აიღოთ, რომ რომელიმე გვერდზე, გიორგი გიგაშვილის გვარი არ წაიკითხოთ.
გააზიარე სტატია