
11/24/2026
მორიგ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში 12 წლის წინ მლეთაში დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი.
სოფო ბიბილაშვილი შვილს მიმართავს და ამბობს, რომ მის გარეშე იტანჯება, თუმცა მასთან შეხვედრას მოელის.
„ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყოველი დღე და 12 წელია, შენ მელანდები, შვილო. ალბათ სიხარულისგან ჭკუიდან გადავალ, რომ დაგინახო.
არავინ იცის, რა წამება და ტანჯვაა ჩემს გულში... ვაი, რომ ასეა, ხალხო...
დღის განმავლობაში გურის სახელი რამდენჯერ მცდება პირიდან... ვიტანჯები, შვილო.
გური, დაგპირდი და ამას შევძლებ.
მიყვარხარ შვილო,“ - წერს სოფო ბიბილაშვილი.
გააზიარე სტატია