
11/18/2026
სიცილის გამო მოკლული 17 წლის ბიჭის ამბავი, ყველას კარგად გვახსოვს. უკვე მეოთხე თვეა ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. „რეზბალნიცაზე“ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის პროცესი დიდი ხანია ამოიწურა, მისი იქ ყოფნა გრძელდება, ხოლო ჭირისუფლის კითხვას პენიტენციური სისტემა მხოლოდ მშრალი სტანდარტული წერილით პასუხობს.
ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა კი, ფეისბუქის მეშვეობით, შესაბამის უწყებებს ღიად მიმართვას.
თათია ჩირგაძე: მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს:
მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!
ჩემი შვილის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე დაკავებიდან დღემდე იმყოფება #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. “რეზბალნიცაზე”, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია!
ოფიციალური წერილით მივმართე საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე განმარტება, თუ რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა ექსტეპრტიზის დასრულების შემდეგაც.
სამწუხაროდ, მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში კონკრეტული ახსნა-განმარტება არ მაქვს, მივიღე მხოლოდ ფორმალური და არაფრისმთქმელი წერილი.
მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვითხოვ ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას. ვითხოვ, მივიღო პასუხი, თუ რა მიზეზით იმყოფება 4 თვის !!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ.„რეზბალნიცაზე“ - თითი „სტკივა“?

გააზიარე სტატია