Logo

"სხვათა შორის, შენი მაკიაჟით გავთხოვდი" - ნუცი გეგენავა მეგობარზე

"სხვათა შორის, შენი მაკიაჟით გავთხოვდი" - ნუცი გეგენავა მეგობარზე

10/30/2026

ტექსტის ზომა

"სხვათა შორის, შენი მაკიაჟით გავთხოვდი" - ეუბნება მეგობარ ვიზაჟისტს ნუცი გეგენავა, ქუთაისელი გოგონა, რომელსაც ცოტა ხნის წინ რჩეულმა, დაბადების დღეზე ხელი სთხოვა.

ნუცი ქუთაისელია და მანიკურის სპეციალისტია. მუდამ მომღიმარ გოგონას, მშობლიურ ქალაქში, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ის ტიკტოკზე აქტიურობს და ბევრი გამომწერიც ჰყავს.

"ჩემი პატარა ფიონა მიყვარს."

"რამხელა პოზიტივია ამ გოგოში".

"ბევრისთვის მაგალითი, ყველაფერ კარგს იმსახურებ."

"არ გიცნობ, მაგრამ როგორც კოლეგა და ქალი - ქალს დიდ ბედნიერებას გისურვებ (თბილისიდან)" - წერენ ნუცის ფოტოების ქვეშ.

15 ოქტომბერს ნუციმ ყველასთვის სამადლობელი პოსტი დაწერა:

"ჩემო ძვირფასო ადამიანებო, სრულიად საქართველოს!

სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ ის ემოციები, რასაც ახლა განვიცდი… ჩემი დაბადების დღე წელს განსაკუთრებულად ბედნიერი და დაუვიწყარი გახდა. ეს დღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოგონებად იქცა, რადგან ჩემს დაბადების დღესთან ერთად ჩემი ნიშნობის ბედნიერებაც გაგიზიარეთ."

ნუცი გეგენავა

ვიდეო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026