
11/24/2026
პოდკასტი "შენი ამბავის" წამყვანი თაია გამთენაძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გური დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილი ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მოწმეების მიერ ნაჩვენები გურიკას ნაკვალევი, მლეთაში, ბიჭის დედასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიარა.
"დღეს მლეთაში, დედასთან ერთად ვიყავით. კიდევ ერთხელ, საკუთარი თვალით ვნახეთ ის ტერიტორია, რომელიც, მოწმეების მონაყოლის მიხედვით, გურიკამ ბოლოს გაიარა.
სრულიად ექსპრომტად, ტელეფონით გადავიღეთ ის, რასაც ადგილზე საკუთარი თვალით ვხედავდით. ამ ვიდეოს აუცილებლად გაჩვენებთ უახლოეს დღეებში.
სოფო ამ ფოტოზე ზუსტად იმ ადგილას ზის, სადაც, მოწმეების თქმით, გურიკა ბოლოს ნახეს," - წერს თაია გამთენაძე.
გააზიარე სტატია