ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თამუნა ამონაშვილის და რეზი არჩვაძის ტყუპების გამოჩენას, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
იონას და მელანიას თვის ბოლოს ნათლავენ.
"ძალიან მაძლიერებს ბავშვების ენერგია. ხუთი წუთი რომ დავჯდე, მიღწევაა. სულ ვტრიალებ და რუტინაში ვარ. მართლა მიკვირს, საიდან მაქვს ამდენი ენერგია. მერე ვხვდები, რომ ეს უფლის მონიჭებული დიდი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ვწვებოდი, ადრე ვდგებოდი, იყო მომენტი დაღლილს მეღვიძებოდა. ახლა ენერგიული ვარ. ენერგიებზე მუშაობა მიყვარს. სწორად ვანაწილებ. რეზიკო ისევეა ჩართული ბავშვების აღზრდაში, როგორ მე. ჩვეულებრივ დავდივარ ჩაწერებზე, გადაცემებში. ამ დროს რეზიკოა ბავშვებთან. ერთ დონეზე ვუვლით ორივე. საოცარი მშობლური ფლუიდები გაგვეხსნა...
დავრწმუნდით - უფლის ნების გარეშე ადამიანს მართლა არ ჩამოგივარდება თმა. ღმერთს მადლობა, დიდებულს. სიტყვა უფალი და მისი თანადგომა ჩემი ცხოვრების ყველა წამშია. ამის გარეშე არაფერი არსებობს" - ამბობს თამუნა "ზმნა"-სთან.
01/16/2026