
11/20/2026
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია დღეს ის თემაა, რომლისკენაც მთელი საზოგადოების ყურადღებაა მიპყრობილი.
მომხდარის სიმძიმეს განსაკუთრებით ამძაფრებს თითოეული დაღუპულის ისტორია, რომელთა მიღმაც ცოცხალი ადამიანები, ოჯახები და აუხდენელი გეგმები დგას.
მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი თითოეული ცხედარი ადამიანებში უდიდეს ტკივილს იწვევს...
ერთ-ერთი მათგანის, ნინო ჭელიძის შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პარტია "კანონი და სამართლის" წევრმა, თამარ ბუჩუკურმა.
"არ ისუნთქა თავის თაიას წილი ჰაერი. წავიდა და დაუწერელი ანდერძი დაუტოვა 3 წლის გოგოს - უნდა გაიზარდოს, უთუოდ უნდა გაიზარდოს და ბედნიერი იყოს, დედის ნაცვლადაც ორ ადამიანად უნდა იცოცხლოს...
პაწაწინა გოგომ ნანგრევებში, მტვერში და მომწამვლელ ჰაერში რვა საათი გაძლო, დედამ გააძლებინა, დედის გვერდით იყო და პატარა გული შიშით არ გაუსკდა... იმ ქვეყნიდანაც დაიცვა თაია.
თაიამ არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს აქ, დედამიწაზე. ეს რომ სცოდნოდა, ალბათ ვეღარ იბრძოლებდა გადარჩენისთვის ძალებს გლოვაში განლევდა. თაიამ არ იცის, რომ მისი დედიკო ზეცაში წავიდა ნანგრევებიდან. თაიას დედა გვერდით რომ ჰყავდა და იქ ეგულებოდა, გადარჩა... იმედიანად იყო ცხედრის, მაგრამ დედის ცხედრის გვერდით, მერე გმირები მოვიდნენ და თაია სამშვიდობოს გამოიყვანეს, მაშველებმა უშველეს... იმ დროს მამიკო სამსახურში ჰყავდა...
ახლა, მამიკოს გოგოდ დარჩა თაია დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი მფარველი ანგელოზი ზეცაში ეყოლება, ახლა თაიას დედა-ანგელოზი გზაშია ზეცისკენ," - წერს თამარ ბუჩუკური.
შეგახსენებთ, ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპული ნინო ჭელიძე, სახლში ორ ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი მეუღლე სამსახურში, სამი უფროსი შვილი კი სკოლაში იყო.
ნინოს უმცროსი გოგონა - თაია, მაშველებმა ნანგრევებიდან 8 საათიანი ძებნის შემდეგ უვნებლად ამოიყვანეს.
გააზიარე სტატია