Logo

"თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე?" - ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონასთან" მატჩში მიღებულ ტრავმაზე

"თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე?" - ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონასთან" მატჩში მიღებულ ტრავმაზე

10/21/2026

ტექსტის ზომა

„მეგონა ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა“ - წერს ხვიჩა კვარაცხელია ემოციურ წერილში, რომლითაც ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.
კვარაცხელია აღწერს რამდენად რთული აღმოჩნდა მისთვის მომხდარის მიღება, ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და პირობას დებს, რომ მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნებისთვის ძალას არ დაიშურებს.

ხვიჩა კვარაცხელია


"ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.


დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე?
არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.


ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით", - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ტრავმაფეხბურთიწერილიხვიჩა კვარაცხელია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026