Logo

"ტელეფონი - ეს ხომ საშინელი გამოგონებაა. მან ჩვენი დრო შეჭამა" - ოთარ იოსელიანი

"ტელეფონი - ეს ხომ საშინელი გამოგონებაა. მან ჩვენი დრო შეჭამა" - ოთარ იოსელიანი

10/27/2026

ტექსტის ზომა

დღეს ყველა ვწუწუნებთ, რომ ამ ციფრული და ხელოვნული ტექნოლოგიების სამყაროში, დრო რომ ასე კატასტროფულად აჩქარებულია, ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლით - ვერც ერთმანეთის ნახვისთვის და დადებითი ენერგიის გაცვლისთვის, ვერც ბუნებაში გასვლისთვის და მისგან დამუხტვისთვის, ვერც ქუჩებში ჩვენთვის ხეტიალისთვის... ეს კი ფიტავს ადამიანს, მის სულიერ შიმშილს იწვევს.

ფრაგმენტი რეჟისორ ოთარ იოსელიანის ინტერვიუდან;

ოთარ იოსელიანი: მედარდება ის, რომ ჩვენ დავკარგეთ მშვიდად ცხოვრების უნარი: აკვარელის, წერის, ფორტეპიანოზე დაკვრის, სტუმრის მიღების, დღიურების წერის, პიკნიკების მოწყობის.

რატომ არ გვყოფნის დრო ამ ყველაფრისთვის?
რატომ არ შემიძლია მივიდე ადამიანთან წინასწარი ზარის გარეშე დარწმუნებული იმაში, რომ მას ჩემი ნახვა უხარია?

რითი არიან ყველანი ასე დაკავებულები?

პუშკინი, მუსორგსკი, მაიაკოვსკიც გიჟებივით ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ მათ რჩებოდათ ადამიანებთან ურთიერთობების, გართობის, დროსტარებისა და გნებავთ, ლოთობის დრო. მაგრამ შემდეგ, ამ თავხედმა უტიფარმა რედისონმა ყველაფერი გააფუჭა: გრამაფონი, ნათურა, ტელეფონი - ეს ხომ საშინელი გამოგონებაა. მათ ჩვენი დრო შეჭამეს.
მე ჯერ კიდევ მახსოვს ის დრო, როცა წერილებს ვწერდი, აუჩქარებლად ვმუშაობდი, ვერთობოდი, ვისვენებდი.
მერე ტექნიკურად აღჭურვილ დასავლეთში ჩამოვედი და საათებმა, დღეებმა, თვეებმა, თითებს შუა იწყეს დენა...

ოთარ იოსელიანი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026